როგორ ვესაუბროთ ქმარს ლიბიდოს დაქვეითების შესახებ - rogor.ge

როგორ ვესაუბროთ ქმარს ლიბიდოს დაქვეითების შესახებ

რა იწვევს სექსუალური ლტოლვის ცვლილებას?

  • სტრესი;
  • ასაკის მატება (კლიმაქსი);
  • ჰორმონალური ცვლილებები;
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები;
  • მედიკამენტის უკუჩვენება.

ქმართან კომუნიკაცია. უთხარით თქვენს ქმარს, რას განიცდით. გახსოვდეთ, კომუნიკაცია უმთავრესია. ჩამოთვალეთ რამდენიმე მიზეზი, რასაც შეიძლება გამოეწვია ლიბიდოს დაქვეითება. პარტნიორს ეს ყველაფერი უნდა აინტერესებდეს, რათა დაგეხმაროთ პრობლემის გადაჭრაში.

ისაუბრეთ თქვენს სექსუალურ საჭიროებებზე. ზოგიერთი ადამიანისთვის სექსუალური ლტოლვის ნაკლებობა გამოწვეულია საწოლში კმაყოფილების ნაკლებობით. თუ გრძნობთ, რომ თქვენი საჭიროებები არ არის დაკმაყოფილებული, ესაუბრეთ ქმარს ამის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ გქონდეთ ღია და გულწრფელი საუბრები სექსის შესახებ, რათა თქვენც და თქვენმა ქმარმაც ისიამოვნოთ გამოცდილებით.

გადაწყვიტეთ ურთიერთობასთან დაკავშირებული პრობლემები. თუ თქვენი ლიბიდოს ნაკლებობა გამოწვეულია ურთიერთობის პრობლემებით, მაშინ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის გაუმჯობესდეს, სანამ ორივე არ გადაწყვეტთ ამ საკითხებს. ესაუბრეთ თქვენს ქმარს იმის შესახებ, რაც ხდება და მოიფიქრეთ გზები, რომ ორივემ ერთად იმუშაოთ თქვენი ურთიერთობის გაუმჯობესებაზე.

იფიქრეთ სხვადასხვა აქტივობებზე თქვენს ქმართან ერთად. ერთად ყოფნა არ ნიშნავს სექსს. თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ სექსუალური ლტოლვა, ესაუბრეთ თქვენს ქმარს, რომ ერთად აკეთოთ სხვადასხვა აქტივობა. ხშირად ისაუბრეთ და ჩაეხუტეთ ერთმანეთს, რომ უფრო დაახლოვდეთ. მოძებნეთ აქტივობა, რომელსაც ორივე სიამოვნებით აკეთებთ ერთად, როგორიცაა მაგალითად: ლაშქრობა, კომპიუტერული ან სამაგიდო თამაშები. რაც უფრო მეტად შეძლებთ ერთმანეთთან დაკავშირებას და საერთო ინტერესების გამონახვას, მით უკეთეს შედეგს მიიღებთ.

სცადეთ ჰორმონალური თერაპია ჰორმონალური დისბალანსისთვის. თუ თქვენი დაბალი სექსუალური ლტოლვა გამოწვეულია მენოპაუზით ან სხვა ჰორმონალური პრობლემებით, არსებობს სამედიცინო მკურნალობა, რომელიც შეგიძლიათ სცადოთ. ესაუბრეთ თქვენს ექიმს ჰორმონოთერაპიის შესახებ, რათა გააუმჯობესოთ თქვენი ჰორმონების ბალანსი და განკურნოთ მენოპაუზის ზოგიერთი სიმპტომი. როგორც უმეტეს სამედიცინო მკურნალობას, ჰორმონოთერაპიას თან ახლავს გარკვეული რისკები. დარწმუნდით, რომ შეაფასეთ დადებითი და უარყოფითი მხარეები მკურნალობამდე.

წყარო: wikihow.com