როგორ ვისწავლოთ მენდელეევის პერიოდული სისტემა
ამობეჭდეთ პერიოდული ცხრილი. ეს იქნება თქვენი "ბიბლია" მომდევნო ორი კვირის განმავლობაში. სადაც არ უნდა წახვიდეთ, თან წაიღეთ. უმჯობესია დაბეჭდოთ ცხრილის ერთზე მეტი ეგზემპლარი. შეგიძლიათ მონიშნოთ ის, რაც გსურთ ერთ ეგზემპლარზე და შემდეგ გაიმეოროთ მეორე ასლზე, რათა ნახოთ, მუშაობს თუ არა თქვენი მეთოდები. თუ ყველაფერს ვიზუალურად იმახსოვრებთ, გააკეთეთ ცხრილი საკუთარი ხელით. არ არსებობს უკეთესი გზა რაიმეს დასამახსოვრებლად, ცხრილს უფრო ადვილად დაიმახსოვრებთ, თუ მას თავად გააკეთებთ.
დაყავით ცხრილი ნაწილებად და ისწავლეთ ისინი. ცხრილების უმეტესობა უკვე დაყოფილია ფერის კატეგორიებად და ელემენტების ტიპებად, მაგრამ თუ ეს საკმარისი არ არის თქვენთვის, შეგიძლიათ დაყოთ იგი საკუთარი გზით. თქვენ შეგიძლიათ გაყოთ ის რიგებად ან სვეტებად, ელემენტის სირთულის მიხედვით, ან უბრალოდ დაიწყოთ უმარტივესიდან და გადახვიდეთ ყველაზე რთულამდე. იპოვეთ თქვენთვის შესაფერისი შაბლონი.
პროდუქტიულად გაატარეთ თქვენი თავისუფალი დრო. ეცადეთ, პერიოდულობის ცხრილი შეისწავლოთ, როცა სხვა საქმე არ გაქვთ, მაგალითად, როცა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხართ ან უბრალოდ პურის რიგში დგახართ. ისწავლეთ რამდენიმე ელემენტი დღეში და გაიმეორეთ წინა დღეს ნასწავლი ელემენტები. თუ არ გაიმეორეთ, ყველაფერი დაგავიწყდებათ!
შექმენით ასოციაციები. თითოეული ელემენტისთვის შეგიძლიათ დაიმახსოვროთ პატარა ფრაზა, ამბავი ან რაიმე ფაქტი, რომელიც დაკავშირებულია მეტალთან, რომლის აღნიშვნაც უნდა გახსოვდეთ. მაგალითად, არგენტინას ვერცხლის (Argentum - Ag) სახელი ეწოდა, რადგან როცა ესპანელები მის ნაპირებზე დაეშვნენ, იქ ბევრი ვერცხლი იპოვეს.ზოგჯერ შეგიძლიათ მოიფიქროთ რაიმე სასაცილო ელემენტების დასამახსოვრებლად.
ისწავლეთ ისინი სიმღერით. თუ დენიელ რედკლიფს შეუძლია ამის გაკეთება, მაშინ თქვენც შეგიძლიათ. შეგიძლიათ შექმნათ თქვენი საკუთარი სიმღერა ან იპოვოთ მზა ონლაინ. საოცარია ინტერნეტის შესაძლებლობები.
როგორ ავითვისოთ ნებისმიერი საგანი უმარტივესად , ფეიმანის 3 ნაბიჯიანი მეთოდის გამოყენებით
როგორ ვისწავლოთ რთული საგნები სწრაფად და მარტივად
როგორ ისწავლოთ 30 უცხო სიტყვა 1 საათში
წყარო: wikihow.com