როგორ შევიკავოთ შარდი, როცა ტუალეტით სარგებლობა არ შეგვიძლია
ეცადეთ, ბევრი არ იმოძრაოთ. გადაჭარბებულმა მოძრაობამ შეიძლება მოახდინოს ზეწოლა შარდის ბუშტზე და გამოიწვიოს დისკომფორტი. ასეთ დროს უნდა მოერიდოთ სირბილს ან მკვეთრ მოძრაობებს. დარჩით იქ, სადაც ხართ, თუ უკვე ზიხართ. თუ კომფორტულ მდგომარეობაში აღმოჩნდებით, გაჩერდით მანამ, სანამ არ იგრძნობთ დისკომფორტს და არ დაგჭირდებათ პოზიციის შეცვლა. არ შეცვალოთ თქვენი პოზიცია ძალიან მკვეთრად და არ გააკეთოთ მყისიერი ან მოულოდნელი მოძრაობები.
შეზღუდეთ სითხის რაოდენობა, რომელსაც სვამთ. დალიეთ იმდენი, რომ დაიკმაყოფილოთ სურვილი, მაგრამ არა მეტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ უბრალოდ გაზრდით დატვირთვას შარდის ბუშტზე! საშუალოდ ადამიანის შარდის ბუშტი იტევს მხოლოდ 350-450 მლ შარდს. არ თქვათ უარი სითხეზე შარდის ბუშტის შევსების გამო, რათა არ გამოიწვიოს დეჰიდრატაცია, თუმცა ეცადეთ აკონტროლოთ რამდენს მიიღებთ.
შეცვალეთ პოზიცია ისე, რომ არ მოხდეს ზეწოლა ბუშტზე. სხეულის განსხვავებულმა პოზიციამ შეიძლება შეამციროს წნევა შარდის ბუშტზე, რაც აადვილებს შარდის შეკავებას. მაგალითად, წინ დახრა (განსაკუთრებით თუ ვიწრო შარვალი გეცვათ) უფრო მეტი წნევით დააწვება შარდის ბუშტს. გადააჯვარედინეთ ფეხები დგომისას. ჯდომისას გაშალეთ ფეხები. ეს ცვლილებები ხელს შეუწყობს შარდის ბუშტზე წნევის შემცირებას.
იფიქრეთ ისეთ რაღაცებზე, რაც არ არის დაკავშირებული შარდვასთან. გააკეთეთ ყველაფერი, რომ გონება გაწმინდოთ მოშარდვის ან ტუალეტში წასვლის აზრებისგან! დაითვალეთ, წაიკითხეთ ლექსები, გაიმეორეთ ოთახში ყველა ნაცნობი ადამიანის სრული სახელი და სხვა.
არ იფიქროთ სასაცილო რამეზე. სიცილმა შეიძლება გამოიწვიოს კუნთების შემდგომი შეკუმშვა და შარდის ბუშტზე წნევის მომატება. შესაძლებელია, რომ სიცილის გამო კუნთები მოდუნდეს და გამოიყოს შარდი. მოერიდეთ სიტუაციებს, რომლებმაც შეიძლება გაგაცინოთ. უყურეთ მძიმე დრამას, ხმაურიანი კომედიის ნაცვლად ტელევიზორში! თუ ხშირად ვერ ახერხებთ სიცილის დროს შარდის შეკავებას, მაშინაც კი, როცა შარდის ბუშტი სავსე არ არის, ესაუბრეთ თქვენს ექიმს. შესაძლოა თქვენ გაქვთ დაავადება, რომელიც დაკავშირებულია სიცილის დროს შარდის შეუკავებლობასთან.
წყარო: wikihow.com