როგორ მოიშოროთ მოწყენილობის გრძნობა, როცა სახლში ავად ხართ - rogor.ge

როგორ მოიშოროთ მოწყენილობის გრძნობა, როცა სახლში ავად ხართ

უყურეთ ტელევიზორს. ტელევიზორის ყურება ერთ-ერთი ეფექტური გზაა ავადმყოფობის დროს დღის გასახალისებლად. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა უყუროთ თქვენს საყვარელ სატელევიზიო შოუებს და გადაცემებს, რომლებისთვისაც, როგორც წესი, დრო საერთოდ არ გაქვთ. უყურეთ თქვენს საყვარელ კინოს, თუნდაც ეს კომედია იყოს, სიცილი დაგეხმარებათ დაივიწყოთ, რომ ავად ხართ.

1-1674460610.jpg

როგორ დარეგისტრირდეთ Netflix-ზე

ისარგებლეთ ინტერნეტით. ინტერნეტში არის მილიონი საინტერესო რამ, რომლის შესახებაც ახლა შეგიძლიათ გაიგოთ! იპოვეთ საინტერესო ბლოგები, ვიდეოები, სტატიები და ვებსაიტები თქვენთვის საინტერესო თემებზე.

2-1674460627.jpg

მოუსმინეთ მუსიკას. საყვარელი სიმღერები და შემსრულებლები გაგახალისებენ და თავს ბევრად უკეთესად იგრძნობთ! დადასტურებულია, რომ მუსიკა ამცირებს ტკივილს და აუმჯობესებს იმუნური სისტემის ფუნქციონირებას. მუსიკა ასევე ამცირებს სტრესსა და შფოთვას. სცადეთ მოუსმინოთ მუსიკის ჟანრს, რომლისთვისაც აქამდე არასოდეს მოგისმენიათ. ეს არის შესაძლებლობა გაატაროთ დრო რაიმე ახლის კეთებაში.

3-1674460639.jpg

ითამაშეთ ვიდეო თამაშები. ეს დაგეხმარებათ სხვა რამეზე ფოკუსირდეთ. ვიდეო თამაშებს აქვს გარკვეული სარგებელი, როგორიცაა ტკივილისა და სტრესის შემსუბუქება. შესაძლოა თქვენ გაქვთ თამაშების კოლექცია, რომლებიც დიდი ხანია არ გითამაშიათ, ასევე, შეგიძლიათ იპოვოთ ბევრი ონლაინ თამაში ინტერნეტში.

4-1674460652.jpg

როგორ დავრეგისტრირდეთ Steam-ზე

შეამოწმეთ სოციალური ქსელები. სანამ ავად ხართ, გაქვთ დრო, რომ დაათვალიეროთ სოციალურ ქსელებში ყველა სიახლე. შესაძლოა დაარედაქტიროთ თქვენი გვერდი ან დაამატოთ ახალი მეგობრები.

5-1674460664.jpg

დაათვალიერეთ ფოტოალბომი! ფოტოების ნახვისას მოგონებები და ნოსტალგია დაგეხმარებათ უკეთ იგრძნოთ თავი. მაშინვე გაიღიმებით, იმ ბედნიერ მომენტებს გაიხსენებთ, რაც ფოტოზეა აღბეჭდილი. გაგახსედებათ ის ადამიანები, რომლებთანაც კომუნიკაცია გქონდათ, ასევე ის ადგილები, რომლებიც ფოტოზეა აღბეჭდილი.

6-1674460678.jpg

როგორ გავაფერადოთ ბავშვობის შავ-თეთრი ფოტოები?

წყარო: wikihow.com