როგორ გავატაროთ "უიკენდი" ბიჭთან ერთად - rogor.ge

როგორ გავატაროთ "უიკენდი" ბიჭთან ერთად

წადით სასეირნოდ. სუფთა ჰაერი, ბუნება და სიჩუმე ირგვლივ - აი, რა სჭირდება ახალგაზრდა წყვილს კარგი დროის გასატარებლად. გექნებათ საშუალება ისაუბროთ, უკეთ გაიცნოთ ერთმანეთი.

მოაწყვეთ პიკნიკი. თქვენი საყვარელი ადამიანისთვის სიურპრიზის გაკეთება ყოველთვის სასიამოვნოა. წინასწარ იფიქრეთ თქვენი პიკნიკის მარშრუტის, ადგილისა და მენიუს შესახებ. ბოთლი შამპანური, ხილი, შოკოლადები - ეს ყველაფერი ქმნის სასიამოვნო რომანტიულ ატმოსფეროს. ასევე, შესაძლებელია ლაშქრობის მოწყობა.

ეწვიეთ კაფეს ან რესტორანს. რომანტიკულობისთვის დაჯავშნეთ მაგიდა განცალკევებულ ადგილას, რათა მოგეცეთ შესაძლებლობა დატკბეთ ერთმანეთთან ურთიერთობით. სანთლები და სასიამოვნო მუსიკა მოგხიბლავთ როგორც თქვენ, ასევე თქვენს ბიჭს.

იმოგზაურეთ ახლომდებარე ქალაქში. ეს საშუალებას მოგცემთ გაიხსნათ და გაიცნოთ ერთმანეთი ახალ გარემოსა და უცნობ სიტუაციებში. შეგიძლიათ ისარგებლოთ ტუროპერატორის მომსახურებით, დაჯავშნოთ ტური ან თავად დაგეგმოთ ყველაფერი. მოგიწევთ მატარებლის ან ავტობუსის ბილეთების შეძენა, სასტუმროების დაჯავშნა. მგზავრობის დროს ბევრი სასიამოვნო მომენტი გექნებათ, რადგან არაფერია უკეთესი, ვიდრე რამდენიმე საათის მარტო გატარება, ფანჯრის მიღმა ბუნების სილამაზით ტკბობა.