როგორ ვიგრძნოთ თავი კომფორტულად შიშველ მდგომარეობაში - rogor.ge

როგორ ვიგრძნოთ თავი კომფორტულად შიშველ მდგომარეობაში

იფიქრეთ საკუთარ თავზე პოზიტიურად. საკუთარი თავის ნაკლოვანებებზე ფიქრის ნაცვლად, ფოკუსირდით საუკეთესო თვისებებზე, რაც დაგეხმარებათ სტრესის შემცირებაში. შეახსენეთ საკუთარ თავს დღეში ერთხელ მაინც, რომ გიყვართ საკუთარი თავი, რაც არ უნდა მოხდეს, რომ მიიღეთ შეგნებული გადაწყვეტილება, მიგეღოთ თქვენი სხეული. მიიღეთ გადაწყვეტილება მიაღწიოთ თქვენს მიზანს, იყოთ კომფორტულად შიშველ მდგომარეობაში.

1-1674125074.jfif

უფრო ხშირად იყავით შიშველი. თუ არაკომფორტულად გრძნობთ თავს ან გეშინიათ ისეთი სიტუაციის, როგორიც არის სიშიშვლე, ეს ქმნის მანკიერ ციკლს. ფსიქოლოგები იყენებენ ექსპოზიციურ თერაპიას - ეტაპობრივ და სისტემატურ ზემოქმედებას სიტუაციის ან ობიექტის მიმართ, რომლისაც გეშინიათ. ექსპოზიციის თერაპია შეიძლება მოიცავდეს საშიში სიტუაციის წარმოდგენას, სიტუაციის გამოვლენას ვირტუალური რეალობის მეშვეობით და საბოლოოდ, რეალურ ცხოვრებაში გადმოტანას. ექსპოზიციის თერაპია არის ფსიქოლოგიური მკურნალობა, რომელიც უნდა შეასრულოთ თერაპევტის მეთვალყურეობის ქვეშ. თუმცა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ძირითადი პრინციპი - რაც უფრო ხშირად აკეთებთ იმას, მით უფრო ნაკლებად შეშინებული გახდებით.

2-1674125089.jfif

სთხოვეთ მეგობარს დაგეხმაროთ თქვენი საუკეთესო თვისებების იდენტიფიცირებაში. თქვენ გაგიადვილდებათ სხვისი სხეულის დადებითი მხარეების დანახვა, ვიდრე საკუთარის. ასე იქნებიან თქვენი მეგობრებიც. იმის ნაცვლად, რომ გამოავლინოთ თქვენი საუკეთესო თვისებები, ჰკითხეთ მეგობარს რას ფიქრობს, მნიშვნელოვანია მისი შეფასება. მხოლოდ იმიტომ, რომ მეგობარი მზადაა დაგეხმაროთ უფრო კომფორტულად იგრძნოთ შიშველმა თავი, არ ნიშნავს იმას, რომ ის მზად არის იგივე გააკეთოს.

3-1674125104.jfif

იფიქრეთ ჯანმრთელობასა და ფიტნესზე. იმის ნაცვლად, რომ ფოკუსირება მოახდინოთ თქვენს გარეგნობაზე, ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის დონის გაუმჯობესებას და ფიტნესს. ეს მეტი მოტიივაციას მოგცემთ ვარჯიშისთვის, რადგან ფოკუსირებული იქნებით დადებით მიზანზე (უკეთესი ჯანმრთელობა), ვიდრე უარყოფით მიზანზე (ნაკლები წონა).

4-1674125120.jfif

დაიცავით პირადი ჰიგიენა და მოუარეთ თავს. იზრუნეთ თქვენს სხეულზე და იგრძენით თავი უფრო კომფორტულად. ეს გულისხმობს დაბანას, სხეულზე თმის მოცილებას და კანის, ფრჩხილების და კბილების მოვლას. ბევრი კოსმეტიკური პროცედურა ხელმისაწვდომია თქვენი გარეგნობის შესაცვლელად. ზოგიერთ ამ პროცედურას შეუძლია უარყოფითი გავლენა მოახდინოს თქვენს ჯანმრთელობაზე (მაგ. სოლარიუმის ხანგრძლივად გამოყენება), ამიტომ დარწმუნდით, რომ გაეცანით პოტენციურ რისკებს და აწონ-დაწონეთ ისინი, თუ გადაწყვეტთ გაიაროთ ერთი ან მეტი პროცედურა.

5-1674125137.jfif

წყარო: wikihow.com