როგორ მოვიყვანოთ მწვანე ხახვი (სათბურში)
მწვანე ხახვის (კალმიანი) სათბურში მოსაყვანად აუცილებელია ისეთი ნიადაგის გამოყენება, რომელიც მდიდარია ნეშომპალათი. მისი ფენის სიმაღლე უნდა იყოს მინიმუმ 20 სმ. კარგი მოსავლის მისაღებად სასურველია შემდეგი ჯიშების შერჩევა: Бессоновский, Троицкий, Спасский და Скопинский. შემოდგომის დასაწყისიდან შეუდექით ნიადაგის გამზადებას, შეიტანეთ ყველა საჭირო დანამატი და გაასწორეთ მონაკვეთი ფოცხით.
მეგობრულ და აქტიურ ზრდას ხახვი იწყებს "დასვენების პედიოდის" დამთავრების და დასათესად გამზადების შემდეგ. სწრაფი ზრდისათვის ხელის შესაწყობად წააჭერით ხახვს ბოლოები. ასეთი ჭრილი გააუმჯობესებს ჟანგბადის მიწოდებას, დააჩქარებს დასვენების პედიოდის დასრულებას, გააძლიერებს შაქრების ჰიდროლიზს და გაზრდის ქსოვილების სუნთქვის ინტენსიურობას.