5 მეთოდი, თუ როგორ გაიგოთ წინასწარ როგორია მამაკაცი ლოგინში - rogor.ge

5 მეთოდი, თუ როგორ გაიგოთ წინასწარ როგორია მამაკაცი ლოგინში

როგორ ჭამს?

თუ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა უყუროთ, როგორ ჭამს მამაკაცი, რომელიც მოგეწონათ, არ გამოგრჩეთ მხედველობიდან არც ერთი დეტალი. დააკვირდით, სიამოვნებს თუ არა პროცესი. უყვარს მას საჭმელზე საუბარი? მამაკაცი, რომელიც ხარბად და ნაჩქარევად ჭამს საკვებს, მისგან ბევრს არ უნდა ელოდოთ ლოგინში.

რას სვამს?

დააკვირდით რას სვამს. ჩვეულებრივ თეთრ ღვინოს სვამენ სექსისადმი კონსერვატიული მიდგომის მიმდევრები. წითელი ღვინის მოყვარულები ბევრად უფრო მეტი ილუზიის მქონეები არიან. უკიდურესად ცუდ პარტნიორებს უყვართ მარტინი, რადგან ეს სასმელი მინიმალურ დროში დათრობის საშუალებაა. ლუდს კარგი იუმორის მქონე, მაგრამ ხშირად სოციალურად და სქესობრივად მოუმწიფებელი მამაკაცები სვამენ.

როგორ ხარჯავს ფულს?

არავინ ამტკიცებს, რომ მის საფულეში არსებული თანხა პირდაპირპროპორციულია სასიყვარულო სფეროში მის ქმედებებთან, თუმცა, ფულთან დაკავშირებით მისი ქცევები ბევრ რამეზე მეტყველებს. თუ რესტორანში სადილის შეკვეთისას ის თავდაჯერებულად და მოდუნებულად იქცევა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საწოლში კომპლექსებთან დაკავშირებული პრობლემები შეგექმნათ. ის ღია იქნება მრავალი ექსპერიმენტისთვის.

აქცევს თუ არა ყურადღებას თავის ფიზიკურ ფორმას?

შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში მყოფი სპორტსმენი მუდამ მზადაა „შორი დისტანციებისთვის“. გამძლეობა მისი ძლიერი მხარეა. მაგრამ არ მოტყუვდეთ, ფიტნესკლუბის ხშირი სტუმარი, რომელიც მანიაკალურად აკონტროლებს მისი ღვთაებრივი სხეულის ყველა კუნთის მდგომარეობას, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იყოს საოცარი შეყვარებული, რადგან დიდი ალბათობით ის ეგოისტი და ნარცისია და მხოლოდ საკუთარი სიამოვნებით არის შეპყრობილი.

რაზე საუბრობს ის პირველ პაემანზე?

პირველ პაემანზე თითქმის ყველა საუბარი წიგნებს, ფილმებსა და მოგზაურობას ეხება. თუ თქვენი თანამოსაუბრე ნაკითხია და სამყაროს შესახებ მეტის შესწავლა სურს, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, მას მოუნდება თქვენი საფუძვლიანად გაცნობა. ის ლოგინში განსხვავებული იქნება, რადგან არ შეეშინდება ღიად განიხილოს ყველა თავისი ფანტაზია, რათა ერთად გააცოცხლოთ. მაგრამ უფრთხილდით მინიშნებებს. თუ ის არ მოგისმენთ და თავის აზრს საბოლოო ჭეშმარიტებად მიიჩნევს, საწოლში ეგოისტია.