როგორ განვსაზღვროთ ქალისა და მამაკაცის ხასიათი ფრჩხილების ფორმის მიხედვით - rogor.ge

როგორ განვსაზღვროთ ქალისა და მამაკაცის ხასიათი ფრჩხილების ფორმის მიხედვით

მამაკაცები

კვადრატული ფრჩხილები. კვადრატული ფრჩხილების მქონე მამაკაცს ფასდაუდებელი თვისება აქვს, ის ერთგულია. მას შეუძლია მთელი ცხოვრების მანძილზე ერთგულად შეიყვაროს რჩეული. ფსიქოლოგების აზრით, კვადრატული ფრჩხილების მქონე მამაკაცი თავდაჯერებულია და ყოველთვის აღწევს მიზნებს. მეუღლეს ყოველთვის მხარს უჭერს, ასეთი კაცები ერთგული მეგობრები არიან.

მრგვალი ფრჩხილები. მრგვალი ფრჩხილების მქონე მამაკაცი შემოქმედებითი ადამიანია. კრეატიულ ადამიანებს აქვთ მდიდარი შინაგანი სამყარო და არ უშინდებიან ცხოვრებისეულ პრობლემებს, ცდილობენ მოერგონ ნებისმიერ პირობას. ის რბილია ურთიერთობებში, ხშირად მიდის კომპრომისზეც.

სამკუთხა ფრჩხილები. სამკუთხა ფრჩხილების მქონე მამაკაცების გამორჩეული თვისება მათი ინტელექტია. ისინი შეგნებულად და გულისხმიერად უდგებიან ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტას, წინასწარ ფიქრობენ ყველაფერზე. ალბათ ამიტომაც, თითქმის არასდროს უშვებენ შეცდომებს. ასეთი კაცები კარიერულ კიბეზე კარგად "ადიან", მაგრამ ოჯახი და მეგობრები ხშირად უკანა პლანზე გადადის მათთვის.

ტრაპეციული ფრჩხილები. ტრაპეციული ფრჩხილების მფლობელებს მოსწონთ ყველა რისკის წინასწარ გათვლა. ისინი არ არიან თანახმა სრულად დაუთმონ დრო სამუშაოს, ამის ნაცვლად სიამოვნებით ატარებენ დროს სახლში ოჯახთან. ასეთი კაცები მშვენიერი მამები არიან. ისინი სანდო და კრეატიულები არიან და ბევრი ქალისთვის ეს შესანიშნავი კომბინაციაა.

ქალები

კვადრატული ფრჩხილები. ასეთ ქალს აქვს ლიდერული თვისებები. მას, როგორც წესი, აქვს რთული და დამოუკიდებელი ხასიათი, არ მიდის კომპრომისზე, ყოველთვის დომინირებს კომუნიკაციაში, ადგენს მკაფიო მიზნებს და ყოველთვის ასრულებს მათ. ოჯახშიც ის სამყაროს ცენტრია, მუდმივად სურს ყურადღების ცენტრში ყოფნა.

მართკუთხა. მართკუთხა ფრჩხილების მფლობელებს ურთიერთსაწინააღმდეგო ბუნება აქვთ. ერთი მხრივ, ისინი კარიერისტები არიან და უყვართ თავიანთი მიზნების მიღწევა. მეორე მხრივ, ძალიან დაუცველი და მგრძნობიარე ადამიანები არიან და ხშირად განიცდიან უსამართლობას. ამ ქალებს უყვართ მოგზაურობა. ოჯახურ ცხოვრებაში ისინი ერთგული ცოლები და კარგი დედები არიან.

ოვალური ან მრგვალი. ფრჩხილების ოვალური ფორმა მეტყველებს შემოქმედებით ადამიანზე. ოვალური ფრჩხილების მფლობელი აუცილებლად არის მხატვარი, მომღერალი, მსახიობი ან მუსიკოსი. ის ემოციურია, ამბობს რასაც ფიქრობს, ამიტომაც ადვილად შეუძლია ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენოს. პირად ცხოვრებაში მრგვალი ფრჩხილების მქონე ადამიანები ძალიან რომანტიკულები არიან, უყვართ ლამაზი ჟესტები, პაემნები მთვარის ქვეშ და მზად არიან საათობით ისაუბრონ თავიანთ გრძნობებზე.

ტრაპეციული. ტრაპეციული ფრჩხილები მიუთითებს იმაზე, რომ ქალი თავდაჯერებულია. ასეთი ქალები ამბიციურები არიან და ყოველთვის ცდილობენ მიაღწიონ მიზნებს. ისინი ყოველთვის მზად არიან დაამტკიცონ, რომ საუკეთესოები არიან. ხშირად განაწყენებულნი არიან კრიტიკით და დიდხანს ინახავენ წყენას.