როგორ ავაშენოთ მყარი ურთიერთობა პარტნიორთან ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - rogor.ge

როგორ ავაშენოთ მყარი ურთიერთობა პარტნიორთან ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ვერძი და თევზები

ვერძი მიზანდასახული, აქტიური, ძლიერი ნებისყოფის მქონე ადამიანია. ამ ნიშნის ადამიანები ვერ იტანენ კონკურენციას ოჯახში. თევზი ასეთი ადამიანისთვის იდეალურ პარტნიორად ითვლება. ისინი ავსებენ ვერძებს იმ თვისებებით, რაც მათ ბუნებით არ მიუღიათ. ცეცხლის ნიშნით თევზები პოულობენ სტაბილურობასა და ვნებას. ეს არის ძლიერი კავშირი, რომელშიც ერთმანეთისადმი მიზიდულობის გრძნობა არასოდეს ქრება.

ტყუპები და მშვილდოსანი

ეს ნიშნები მრავალი თვალსაზრისით მსგავსია - ორივეს სჭირდება თავისუფლება, დამოუკიდებლობა. საკმარისად გულწრფელები არიან. ასეთი წყვილი არასოდეს მოიწყენს. ისინი მიისწრაფვიან მძლავრი ემოციებისკენ და მზად არიან ერთმანეთს გაუზიარონ. "წავიდეთ თავგადასავალზე? და რაც მთავარია - ერთად!"

ქალწული და მერწყული

ქალწულები შრომისმოყვარე, მზრუნველი არსებები არიან, მაგრამ ამავდროულად, ძალიან მომთხოვნები პარტნიორის მიმართ. საბედნიეროდ, მერწყული "მსუბუქი" ნიშანია და მზადაა გაუძლოს ქალწულის წუწუნს მხოლოდ იმიტომ, რომ გულთან ახლოს არ მიაქვს. თუმცა ქალწულს ამ კუთხით წუწუნი არ მოუწევს. მერწყულთან კავშირი მისთვის საოცრად ჰარმონიულია. ასეთ წყვილს არასოდეს მოეწყინება ერთად, დაშორების შანსი კი მინიმალურია.

ლომი და სასწორი

სასწორს უყვარს ფლირტი, რომანტიკულია არიან. ლომები კი ძალიან მომხიბვლელები - მათ იციან როგორ იზრუნონ ქალბატონებზე, ყოველთვის იციან რა თქვან და როგორ მიიპყრონ ყურადღება საკუთარ თავზე. ისინი იმდენად კარგად არიან ერთად, რომ მათი ისტორია ზღაპარს ჰგავს. ამიტომ ეს ნიშნები იშვიათად შორდებიან.