10 წესი, თუ როგორ მოვიქცეთ ინტროვერტ ბავშვთან
საკუთარი გარემო. ინტროვერტს საკუთარი სივრცე სჭირდებათ. ცალკე ოთახი იდეალურია, მაგრამ თუ საცხოვრებელი პირობები არ გაძლევთ ასეთ ფუფუნებას, გამოუყავით ბავშვს მინიმუმ პირადი სამუშაო და დასასვენებელი კუთხე.
დააწესეთ, რომ როდესაც ბავშვი სახლშია, ზედმეტად მის ტერიტორიაზე არავინ შეიჭრას. ყოველთვის აიღეთ მისგან ნებართვა.
დაცვა. რა თქმა უნდა, რთულია ბავშვის პირადი სივრცის ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა სათამაშო მოედანზე, საკლასო ოთახსა თუ ბავშვების გარემოცვაში. მიუხედავად ამისა, პატარა ინტროვერტს იქაც სჭირდება "საზღვრების მთლიანობა". უვნებელმა აურზაურმა, ან უხერხულმა სიტუაციებმა შეიძლება გამოიწვიოს მისი უკმაყოფილება ან კიდევ უფრო ნათელი რეაქცია - ბავშვს შეიძლება ცრემლები წასკდეს, ან წიხლებით დაარტყას "დამნაშავეს". ასეთ ვითარებაში თქვენ უბრალოდ უნდა აუხსნათ უდანაშაულო მსხვერპლის მშობლებს ან მასწავლებელს, რამ გამოიწვია თქვენი შვილის აგრესიული ქცევა.
რეფლექსიის დრო. ესაუბრეთ მასწავლებელს მისი მოსწავლის ნერვული სისტემის თავისებურებებზე. აუხსენით, რომ ბავშვისთვის ადვილი არ არის კითხვებზე სწრაფად პასუხის გაცემა, მით უმეტეს, თუ მას სხვა ბავშვები უყურებენ. მასწავლებელს, სავარაუდოდ, შეუძლია ბავშვის ცოდნის შესამოწმებლად საუკეთესო ფორმა გამონახოს – მაგალითად, მისცეს დრო, რომ იფიქროს პასუხზე ან მოიფიქროს წერილობითი დავალება.
დაჟინებით ნუ მოითხოვთ, რომ ბავშვი დაუყოვნებლივ შეუერთდეს თანატოლების ხმაურიან თამაშებს. დაე, ცოტა ხნით უყუროს. როცა გაიგებს რა ხდება და მიხვდება თამაშის წესებს, თავად შეუერთდება კომპანიას.
ზეიმი! რა თქმა უნდა, ყველა მშობელს სურს, რომ მისმა შვილმა მთავარი როლი მიიღოს სასკოლო სპექტაკლში ან ზეიმზე. ინტროვერტი ბავშვის შემთხვევაში არ არის გამორიცხული უხერხულობა. მას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სპექტაკლის დიზაინში, ან დაასრულოს სცენარი, იყოს რეჟისორი.
სუნთქვა. თუ შეამჩნევთ, რომ ხმაურიანი ზეიმის დროს ბავშვს უხერხულობა გაუჩნდა, ჩუმად გაიყვანეთ სხვა ოთახში, ან შესთავაზეთ ჩუმად დაჯდომა, სუფთა ჰაერზე გასვლა - ეს მას დაეხმარება.
თავგადასავლების ძიება ნამდვილი გამოცდაა ინტროვერტისთვის. შეეცადეთ არ დაგეგმოთ ძალიან ბევრი აქტივობა ერთ დღეში.
ნუ დააძალებთ, რომ მოგიყვეთ თავიანთი ამბების შესახებ. იგი ყველაფერზე თავად მოგიყვებათ, როცა მოისურვებს და მაგ გადაწყვეტილებამდე მივა. თუ ხედავთ, რომ ბავშვი რაღაცით არის გატაცებული, გადადეთ კითხვები სხვა დროისთვის.
ინტროვერტი ბავშვები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი სიმორცხვისკენ, ვიდრე მათი თანატოლები და სხვების დაცინვა ან განსჯა შეიძლება სერიოზულად მოქმედებდეს მათზე. ფრთხილად იყავით, შეეცადეთ არ შეურაცხყოთ ბავშვის გრძნობები - მაგალითად, მუდმივად არ უნდა შეადაროთ ის მოხერხებულ თანაკლასელს ან არ დაარქვათ შეურაცხმყოფელი მეტსახელები.