როგორ ავიცილოთ თავიდან კიბოს გაჩენის რისკი - პროფილაქტიკასთან დაკავშირებული რჩევები - rogor.ge

როგორ ავიცილოთ თავიდან კიბოს გაჩენის რისკი - პროფილაქტიკასთან დაკავშირებული რჩევები

მიირთვით ბევრი ხილი და ბოსტნეული. ბუნება სასარგებლო ნივთიერებების ბუნებრივი საწყობია, მისი შესაძლებლობები განუზომელია. განსაკუთრებით აკონტროლეთ D ვიტამინის ნაკლებობას.

მიირთვით უცხიმო საკვები. შეამცირეთ ცხიმოვანი საკვების მიღება, მათ უნდა შეადგინონ დღიური მოხმარებული კალორიების არაუმეტეს 30%.

აკონტროლეთ თქვენი წონა. ცხიმებით მდიდარი დიეტა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ფიზიკურ აქტივობასთან ერთად ჭარბი წონა იჩენს თავს - ეს სიმსივნის ერთ-ერთი „მწვავე“ მიზეზია.

იყავით აქტიური. კვირაში 3-4-ჯერ 30 წუთიანი ვარჯიში ამცირებს კიბოს რისკს.

rogor4-1673437544.jpg

ნუ იყენებთ ბოროტად ალკოჰოლს. ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს შეუქცევადი დესტრუქციული პროცესები. ექსპერტები გვირჩევენ, რომ მამაკაცებმა დალიონ არაუმეტეს ორი პორცია ალკოჰოლი დღეში, ქალებმა - ნახევარი. პორცია არის 250 მლ ლუდი; 50 მლ სპირტი; ერთი ჭიქა ღვინო.

შეწყვიტეთ მოწევა. არამწეველი მწეველზე საშუალოდ 15 წლით მეტხანს ცოცხლობს. თუ ეწევით, ეს ზრდის ფილტვის, შარდის ბუშტის, პანკრეასის, პირის ღრუს, ნაზოფარინქსის (ზედა ყელის არე, ცხვირის უკან), ხორხის, საყლაპავის, კუჭის, საშვილოსნოს ყელის, თირკმელების, ღვიძლის და მწვავე ლეიკემიის კიბოს რისკს.

იზრუნეთ თქვენს კანზე. მოერიდეთ მზის პირდაპირ ზემოქმედებას, განსაკუთრებით დილის 10:00 საათიდან საღამოს 16:00 საათამდე. თუ თქვენ უნდა იყოთ გარეთ, იზრუნეთ დაიცავით ღია კანი. გახსოვდეთ, რომ გამოიყენოთ მზისგან დამცავი.

იზრუნეთ მკერდის ჯანმრთელობაზე. 18 წლის შემდეგ ქალებმა ყოველთვიურად უნდა ჩაატარონ სარძევე ჯირკვლების თვითგასინჯვა და ყოველწლიურად გაიარონ გამოკვლევა.

რეგულარულად ეწვიეთ თქვენს გინეკოლოგს. ყველა ქალმა წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გაიაროს გამოკვლევა გინეკოლოგთან სავალდებულო ულტრაბგერითი გამოკვლევით და საშვილოსნოს ყელიდან ნაცხის აღებით.

გაიარეთ ყოველწლიური შემოწმება. მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი:

  • მუდმივი ხველა;
  • ქოშინი;
  • მკერდის ტკივილი;
  • სხეულის ტემპერატურის ხანგრძლივი მატება;
  • ყლაპვის გაძნელება;
  • წონის კლება(გაურკვეველი მიზეზის გარეშე);
  • მადის დაკარგვა;
  • მუცლის არეში სიმძიმის შეგრძნება;
  • დეფეკაციის რიტმის შესამჩნევი, შეუცვლელი ცვლილება გაურკვეველი მიზეზით;
  • შეშუპებული ლიმფური კვანძები.