როგორ დავიძინოთ ორსულობის დროს - კომფორტული და უსაფრთხო პოზიციები - rogor.ge

როგორ დავიძინოთ ორსულობის დროს - კომფორტული და უსაფრთხო პოზიციები

როგორ დავიძინოთ სწორად ორსულობის დროს?

თქვენ შეგიძლიათ მუცელზე დაიძინოთ იქამდე, სანამ თავს კომფორტულად იგრძნობთ. ექსპერტების აზრით, ორსულობის დროს დედისა და ბავშვისთვის ყველაზე ხელსაყრელი და უსაფრთხოა მარცხენა მხარეს ძილი. მარცხენა მხარეს ძილი ყველაზე ნაკლებ ზეწოლას ახდენს ვენებსა და შინაგან ორგანოებზე. ეს უზრუნველყოფს საშვილოსნოში სისხლის უკეთ მოძრაობას, რაც ნიშნავს, რომ ბავშვი მიიღებს მაქსიმალურ საკვებ ნივთიერებებსა და ჟანგბადს. ეს ასევე ეხმარება ქალს შესაძლო შეშუპების, ფეხების ვარიკოზული ვენების და ჰემოროიდების გამოვლინების შემცირებაში. ნორმალური სისხლის ნაკადის და გულის სტაბილური ფუნქციის წყალობით, შეშუპება ღამით ქრება – ორგანიზმი აშორებს ზედმეტ სითხეს და იწმინდება. მარცხენა მხარეს ძილის ყველაზე მნიშვნელოვანი სარგებელი არის საშვილოსნოს წნევის არარსებობა ქვედა ღრუ ვენაზე (სხეულის ყველაზე დიდი ვენა, რომელიც აგროვებს ვენურ სისხლს ქვედა სხეულიდან) და პლაცენტის ნორმალური სისხლის მიწოდება.

როგორ ვისწავლოთ ორსულობის დროს გვერდულად ძილი?

rogor-1673418689.jpg

თუ ქალს ორსულობამდე ზურგზე ან მუცელზე ეძინა, ორსულობის დასაწყისში გვერდულ ძილს უნდა ეცადოს, რათა თანდათან შეეგუოს ამ პოზას და დისკომფორტი არ შეიქმნას. იმისათვის, რომ გვერდულად ძილს მიეჩვიოთ, შეგიძლიათ ბალიშები მუცლის ქვეშ და ზურგის ქვეშ, ასევე ფეხებს შორის დაიდოთ.

შესაძლებელია თუ არა ორსულობის დროს მარჯვენა მხარეს დაძინება?

მართალია, არსებობს მოსაზრება, რომ ორსულობის ბოლო თვეებში მხოლოდ მარცხენა მხარეს ძილი შეიძლება, მაგრამ ამან შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი შედეგები. ამ მდგომარეობაში იზრდება საშვილოსნოს წნევა ნაღვლის ბუშტზე და ღვიძლზე, რაც იწვევს ნაღვლის სტაგნაციას და მისი გადინების დარღვევას, ასევე გულძმარვას და საჭმლის მომნელებელ სხვა პრობლემებს. ეს ქმნის ზეწოლას პლაცენტაზე, რაც იწვევს ნაყოფის ჰიპოქსიას და საკვები ნივთიერებების არასაკმარისი მიწოდებას ჭიპლარის მეშვეობით. ჟანგბადის ნაკლებობის შედეგად, არსებობს ბავშვის განვითარების შეფერხების რისკი ტვინში ნერვული კავშირების დარღვევის გამო.

უსაფრთხოა თუ არა ორსულობისას ზურგზე ძილი?

ზურგზე ძილი უსაფრთხოა. მაგრამ რამდენადაც საშვილოსნო იზრდება და მძიმდება, ორსულობის ბოლოს რამდენიმე თვე ძილის სხვა პოზა უნდა აირჩიოთ. როდესაც ორსული ქალი წევს ზურგზე, მისი მზარდი საშვილოსნო კუმშავს ქვემო ღრუ ვენას, რაც თეორიულად აფერხებს სისხლისა და საკვები ნივთიერებების ნაკადის მიმდინარეობას პლაცენტაში და განვითარებად ბავშვში და შეიძლება გამოიწვიოს პლაცენტის აცლა, რაც, თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის ნაყოფის სიცოცხლეს. ამან ასევე შეიძლება გამოიწვიოს სისხლის ნაკადის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, ქოშინი ან გულისცემის აჩქარება.

2-1673352105.png

ორსულობის დროს მუცელზე ძილი უსაფრთხოა?

ორსულობის საწყის ეტაპზე შეგიძლიათ მუცელზე დაიძინოთ. თუმცა, მზარდი მუცლისა და მგრძნობიარე მკერდის გამო, ეს პოზა მალე არასასიამოვნო გახდება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ქალი ახერხებს ადაპტირებას მუცელზე ძილს მესამე ტრიმესტრშიც კი, დონატის ფორმის ბალიშს იყენებს მზარდი მუცლის შესანარჩუნებლად.

ძილის გასაუმჯობესებლად ექიმები გვირჩევენ კოფეინის შემცირებას, დილით მეტი სითხის დალევას და საღამოს ნაკლები სითხის მიღებას, ძილის წინ ჭამას და რელაქსაციის ტექნიკის გამოყენებას, როგორიცაა იოგა, გაჭიმვა და ღრმა სუნთქვა. ზოგიერთ ქალს დაძინებაში დასასვენებელი აბაზანა, მასაჟის პროცედურები ეხმარება, ზოგს კი სექსუალური ინტიმური ურთიერთობა. მნიშვნელოვანია ძილის განრიგის დადგენა – ეცადეთ დაიძინოთ და ადექით ყოველდღე დაახლოებით ერთსა და იმავე დროს. დასაშვებია რეკომენდებულ დროზე მეტი ძილი, მაგრამ არა ნაკლები.