როგორ ვუმკურნალოთ ტუჩის ჰერპესს - rogor.ge

როგორ ვუმკურნალოთ ტუჩის ჰერპესს

აიღეთ 1 სუფრის კოვზი ოროვანდის ნედლი ფოთოლი და 1/2 სუფრის კოვზი სამფერა იის ნედლი ყვავილი. ეს მცენარეები დასრისეთ და აურიეთ ერთმანეთში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

დაასხით 0,5 ლ მცენარეული ზეთი, გადაიღეთ მინის ბოთლში და დადგით სიბნელესა და სიგრილეში, თან დროდადრო შეანჯღრიეთ.

ორი კვირის თავზე ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში და წამოადუღეთ, შემდეგ შეფუთეთ და 1 საათით ასე დატოვეთ. ბოლოს გაფილტრეთ. წაისვით გამონაყარზე. ეფექტურია არამხოლოდ ჰერპესის დროს.

კრემი უნდა მოამზადოთ მცენარეების ყვავილობის დასაწყისში. თუ გრილ, ბნელ ადგილას შეინახავთ, მთელი წელი არ გაფუჭდება.

წყარო: mkurnali.ge