როგორ გავწმინდოთ გამუქებული ვერცხლის ჭურჭელი
უჟანგავი ფოლადის ჯამში ჩაასხით ცხელი წყალი, შემდეგ დაამატეთ მარილი და საცხობი სოდა. ფრთხილად იყავით, რადგან მარილი და სოდა მდუღარე წყალში ქაფს წარმოქმნის. აურიეთ ხის კოვზით, რომ გაიხსნას, შემდეგ ჩაუფინეთ ჯამში ალუმინის ქაღალდი ("ფოლგა"). ჩადეთ გაშავებული ვერცხლის ნივთები ერთი-ორი წუთის განმავლობაში. გოგირდის მსუბუქი სუნი ნორმალურია. დაუყოვნებლივ გარეცხეთ თბილ საპნიან წყალში ჭურჭელი და გაამშრალეთ სუფთა ქსოვილით.
გაითვალისწინეთ, რომ ძალიან გამუქებული ჭურჭელი, წყალში ჩადებისას შეგიძლიათ მსუბუქად გახეხოთ, რომ მოაშოროთ გამუქებული ფენა. შეგიძლიათ გამოიყენოთ სილიკონის ღრუბელი (ბოსტნეულის გასარეცხი). არასოდეს ჩადოთ ხსნარში ინკრუსტირებული ან ემალირებული ჭურჭელი. მიუხედავად იმისა, რომ ხსნარი შესანიშნავად აშორებს სიმუქეს სწრაფად და უპრობლემოდ, ახლად გაპრიალებული ვერცხლის ბრწყინვალების მისაღებად შეიძლება დაგჭირდეთ დამატებითი გახეხვა 1 ჩ/კ ამიაკისგან დამზადებული პასტით, შერეული 2 ჩ/კ ცარცით (ცარცის ფხვნილი). გარეცხეთ და გააპრიალეთ სუფთა ქსოვილით ბრწყინვალე ბზინვარებისთვის.
წყარო: instructables.com