როგორ დავრეგისტრირდეთ მობაილ ბანკის აპლიკაციაში და როგორ ვისარგებლოთ სერვისებით (TBC) - rogor.ge

როგორ დავრეგისტრირდეთ მობაილ ბანკის აპლიკაციაში და როგორ ვისარგებლოთ სერვისებით (TBC)

მობაილბანკის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ:

  • ხელმისაწვდომი და ბლოკირებული თანხების ნახვა და ამონაწერის გაკეთება;
  • თანხის გადარიცხვა თქვენს ანგარიშებზე და სხვასთან;
  • გადარიცხვა კომპანიის ანგარიშებზე, სხვა პირის ან კომპანიის ანგარიშსა და ბიუჯეტში;
  • მობილურის ბალანსის შევსება, კომუნალური, საბიუჯეტო გადასახადებისა და ჯარიმების გადახდა;
  • გადარიცხვის შაბლონების შექმნა;
  • დეპოზიტებისა და სესხების მართვა;
  • დახარისხებული შემოსავლების და ხარჯების ნახვა;
  • ვალუტის კურსების შემოწმება და კონვერტაცია;
  • ბარათის დაბლოკვა და განბლოკვა, ახალი ბარათის შეკვეთათიბისი ბანკის უახლოესი ფილიალის ან/და ბანკომატის პოვნა

როგორ დააყენოთ TBC Bank აპლიკაცია მობილურ ტელეფონში:

Android საოპერაციო სისტემაზე მომუშავე ტელეფონებში მობაილბანკის აპლიკაციის დასაყენებლად საჭიროა მისი გადმოტვირთვა Google Play-დან. ამისათვის პირველ რიგში საჭიროა დარეგისტრირებული იყოთ Google Play-ის მომხმარებლად. აპლიკაცია განთავსებულია Google Play-ის ფინანსების კატეგორიაში სახელით TBC Bank.

Google Play-ზე დარეგისტრირება ძალიან მარტივია:

  • შედით თქვენი ტელეფონის Setting-ებში;მენიუდან Accounts, დააჭირეთ + Add account;აირჩიეთ Google;
  • აირჩიეთ Existing (თუ უკვე გაქვთ Gmail ელ. ფოსტა) ან New (ახალი ელ. ფოსტის შესაქმნელად);
  • მიყევით შემდგომ ინსტრუქციებს.

როგორ შევიდეთ მობაილბანკში:

მობაილბანკში შესასვლელად საჭიროა გახსნათ მობილურ ტელეფონში ჩამოტვირთული აპლიკაცია. სისტემაში შესასვლელად გამოიყენეთ ინტერნეტბანკის მომხმარებლის სახელი და პაროლი.

თუ ჯერ არ ხართ ინტერნეტბანკის მომხმარებელი, რეგისტრაცისთვის უნდა ეწვიოთ თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალს, სადაც თქვენ მიიღებთ ინტერნეტბანკში შესვლისთვის საჭირო მომხამრებლის სახელს და ერთჯერად პაროლს. გთხოვთ გაითვალისწონოთ, რომ კორპორატიულ ინტერნეტბანკზე რეგისტრაციის განაცხადის გაკეთების უფლება აქვს მხოლოდ კომპანიის დირექტორს ან მასთან გათანაბრებულ/უფლებამოსილ პირს.

თუ ვერ შედიხართ სისტემაში, შეიძლება თქვენს მობილურს არ აქვს ინტერნეტ კავშირი.

ქმედება:მიუერთდით ინტერნეტს (Wi-Fi-ის ან მობილური ოპერატორის მეშვეობით). თუ ვერ ახერხებთ ინტერნეტთან მიერთებას, დახმარებისთვის დაუკავშირდით თქვენს ინტერნეტ პროვაიდერს ან მობილურ ოპერატორს.

როგორ დარეგისტრირდეთ მობაილბანკის მომსახურებაზე:

მობაილბანკი არ საჭიროებს სპეციალურ რეგისტრაციას.თუ თქვენ უკვე ხართ თიბისი ბანკის ინტერნეტბანკის მომხმარებელი, თქვენ ავტომატურად ხართ დარეგისტრირებული მობაილბანკზე. მობაილბანკით სარგებლობისთვის საკმარისია ჩამოტვირთოთ TBC Bank აპლიკაცია Google Play-დან უფასოდ.

რომელი Android-ებისთვისაა თავსებადი მობაილბანკის აპლიკაცია?

აღნიშნული აპლიკაციით სარგებლობა შეუძლიათ Samsung-ის, HTC-ის, Huawei-ს, Sony-ის, Motorolla-ს და სხვა ბრენდების მობილური ტელეფონების იმ მომხმარებლებს, ვისი მობილური ტელეფონის ოპერაციული სისტემა არის Android 5.0 და უფრო ახალი.