როგორ მოვამზადოთ გურული საშობაო ღვეზელი - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ გურული საშობაო ღვეზელი

საშობაო გურული ღვეზელის გამოსაცხობად ჩვეულებრივი საფუვრიანი ცომი, მოხარშული კვერცხები და ყველი დაგჭირდებათ.

ცომი შეგიძლიათ თავად მოამზადოთ ან მზა იყიდოთ საცხობში. ყველი ჭყინტი უნდა იყოს, ისეთი, როგორც ხაჭაპურისთვის. ღვეზელი შეგიძლიათ გამოაცხოთ ნებისმიერი ფორმით, თუმცა ძირითადად ოვალურს ან ნახევარმთვარისებურს აცხობენ. როგორც ამბობენ, იმდენი ღვეზელი უნდა გამოაცხოთ, რამდენი ოჯახის წევრიცაა სახლში. ღვეზელის ზომა თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.

გაფუებული ცომი გაყავით სასურველი ზომის გუნდებად და დაალაგეთ 10-15 წუთი, ხელახლა ამოსაფუებლად. მანამდე გაფცქვენით მოხარშული კვერცხები და გაჭერით შუაზე ან სასურველ ზომაზე. ყველი გახეხეთ ან ხელით დაფხვენით. განაგრძეთ კითხვა