როგორ მოვაწონოთ თავი გოგოს
უნდა იყოთ ჩაცმული ლამაზად და გემოვნებით. გოგოს რომ მოაწონოთ თავი, აუცილებლად უნდა იყოთ სათანადოდ მოვლილი. გოგონების უმეტესობას არ მოსწონს ბიჭზე გრძელი ფრჩხილები, ცუდი სუნი, გაცვეთილი სპორტული შარვალი ან ფეხსაცმელი. მაგრამ არც ზედმეტად გადაპრანჭული არ უნდა იყოთ.
თუ გოგო პაემანზე დაპატიჟეთ, დარწმუნდით, რომ არ დააგვიანებთ. პუნქტუალობა არის თვისება, რომელიც ნებისმიერ გოგოს მოეწონება.
გოგო მეტად დაგაფასებთ, თუ მას აჩუქებთ ყვავილებს ან სხვა რომანტიკულ საჩუქარს. მთავარია, რომ თქვენმა საჩუქარმა პაემნის დროს დისკომფორტი არ გამოიწვიოს.
გოგოს რომ შეუყვარდეთ, მისთვის საინტერესო გახადეთ თქვენთან ყოფნა. თუ პაემანზე მიდიხართ, შეინახეთ რამდენიმე შეთავაზება იმ ადგილების შესახებ, რომელთა მონახულებაც შეგიძლიათ. სანამ თქვენს იდეებს შესთავაზებთ, ჰკითხეთ, სურს თუ არა გოგონას სხვაგან წასვლა.
იყავით ყურადღებიანი, რათა წარმოაჩინოთ საკუთარი თავი საუკეთესოდ. გაუშვით გოგონა წინ, გაუღეთ კარი, შესთავაზეთ ქურთუკი, თუ გარეთ აცივდა. სასურველია არ დაელოდოთ მას რაიმეს სათქმელად, თუ ფიქრობთ რომ უნდა გააკეთოთ, დაუყოვნებლივ გადადგით ნაბიჯი.
გოგოს მოსაწონად, პაემანზე ნუ გაჩუმდებით. საუკეთესო ვარიანტი არ იქნება არც თქვენი მონოლოგი. შეეცადეთ არ მოხვდეთ ამ უკიდურესობებში. დაუსვით გოგონას კითხვები საკუთარ თავზე, რომ გაგიადვილდეთ ბალანსის დაცვა. ეცადეთ, სასიამოვნო საკითხებზე საუბარი პოზიტიურად განაგრძოთ. გოგოსთან საუბრისას დაივიწყეთ უცენზურო სიტყვები და გამონათქვამები.
წაიყვანეთ გოგონა სახლში, მადლობა გადაუხადეთ კარგი დროისთვის და ასევე გამოთქვით იმედი, რომ მალე გექნებათ შემდეგი პაემანიც. დაელოდეთ გოგონას ბინაში შესვლამდე და სადარბაზოში შესვლისთანავე ნუ გაიქცევით.