როგორ შევინარჩუნოთ წონა ახალი წლის პერიოდში - rogor.ge

როგორ შევინარჩუნოთ წონა ახალი წლის პერიოდში

შეამცირეთ ნახშირწყლები. გირჩევთ, შეამციროთ ნახშირწყლების რაოდენობა. მიირთვით მეტი ცილოვანი საკვები, როგორიცაა ქათმის მკერდი, ხაჭო, თევზი, კვერცხი, ბოსტნეული. ეს ხელს შეუწყობს კუნთებში გლიკოგენის დაგროვების შეჩერებას.

გააქტიურდით. შეეცადეთ არ დაივიწყოთ სპორტი, აქტიურად ივარჯიშეთ. მაგალითად, პირველ დღეს გააკეთეთ ძალისმიერი ვარჯიშების ნაკრები, მეორე დღეს - კარდიო ვარჯიში. ამრიგად, თქვენ გამოიყენებთ გლიკოგენის ზედმეტ მარაგს და როდესაც შეჭამთ, სხეული შეავსებს დახარჯულ გლიკოგენს და არ შეინახავს დამატებით კალორიებს ცხიმის საცავში.

2-1672302446.jpeg

მიირთვით მკაცრად ის, რაც სუფრისთვის იყიდეთ: ხორცი, ბოსტნეული, ხილი, მწვანილი.

არ დაჯდეთ მშვიდად. იარეთ მეტი, იმოძრავეთ ახალი წლის ღამეს. რამდენიმე ჭიქა შამპანურის შემდეგ, გადით გარეთ სასეირნოდ. დაათვალიერეთ მორთული ქუჩები, ფეიერვერკი, იცეკვეთ საყვარელ ადამიანებთან ერთად. როცა მოძრაობთ, ორგანიზმი ხარჯავს უფრო მეტ კალორიას, ვიდრე მაშინ, როცა ზიხართ და უბრალოდ მიირთმევთ ოლივიეს.

4-1672302491.jpeg

შეეცადეთ შეამციროთ საკვების კალორიული შემცველობა. მაგალითად, თუ სალათისთვის გამოიყენებთ ზეითუნის ზეთს, სწორი კვების თვალსაზრისით, კერძი უფრო სასარგებლო იქნება, ვიდრე მაიონეზით. თუმცა, კალორიული თვალსაზრისით, მაიონეზი გაცილებით „მსუბუქია“.

ზეითუნის ზეთი - 900 კკალ

მაიონეზი - 300-600 კკალ (დამოკიდებულია ცხიმის შემცველობაზე)

5-1672302536.jpeg

დაამატეთ საჭმლის მომნელებელი ფერმენტები თქვენს საკვებს. ისინი პირდაპირ გავლენას არ ახდენენ წონის დაკლებაზე, მაგრამ ამცირებენ ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების შეწოვას, როდესაც მათი სიმრავლე საჭიროზე მეტია.