როგორ გავიგოთ, რამ შეიძლება გაგვიფუჭოს ახალი წელი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - rogor.ge

როგორ გავიგოთ, რამ შეიძლება გაგვიფუჭოს ახალი წელი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

თხის რქა

თხის რქას ვერაფერი გაუფუჭებს ახალ წელს, რადგან ის უკვე გაფუჭებული იქნება: ან დაბადების დღის მეორე დღეს, ნაბახუსევი იქნება, ან დამწუხრებული იქნება იმის გამო, რომ საჩუქრები არ აჩუქეს. ახალი წლის შემდეგ ხომ ფული არავის აღარ აქვს?..

მერწყული

მერწყულს ახალ წელს აუცილებლად სჭირდება მოძრაობა, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ მან უკვე სცადა გართობის უსაფრთხო და სახალისო გზები, როგორიცაა ფეიერვერკების სროლა, ბოთლით თამაში უცნობებთან და სხვა. ახლა მას სჭირდება რაღაც უფრო სახალისო. ფრთხილად იყავით, მერწყულის იდეები არაპროგნოზირებადია. ის არასოდეს მოგცემთ უფლებას გაუფუჭოთ ახალი წელი.

თევზები

თევზისთვის ახალი წლის გაფუჭება ძალიან მარტივია, ის ყოველწლიურად ელოდება ნამდვილ, დახვეწილ დღესასწაულს საუკეთესო სახლში.

ვერძი

თუ ვერძს არ ჰყავს საკმარისად ძლიერი კომპანიონი საქეიფოდ, მისთვის დღესასწაული გაფუჭებულად ჩაითვლება. თუმცა, დიდი ალბათობით, დღესასწაული ყველას გაუფუჭდება, რადგან ვერძს შეუძლია ნებისმიერის დათრობა რეკორდულ დროში.

კურო

ძნელი სათქმელია, კონკრეტულად რამ შეიძლება გაუფუჭოს კუროს ახალი წელი. ფაქტია, რომ ახალი წელი მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს: სახლი იდეალურად მორთული, სალათები იდეალურად დაჭრილი, იდეალური საჩუქრები - იდეალურად შეფუთული.

ტყუპები

პარადოქსულია, მაგრამ მართალია, რომ ტყუპები ყველაზე კომუნიკაბელური ხალხია მსოფლიოში, რომელთაც შეუძლიათ, მოაწყონ შესაფერისი წვეულება შაოლინელ ბერებთანაც კი, რომლებმაც დუმილის აღთქმა დადეს, მაგრამ ამავდროულად, არასწორმა კომპანიამ შეიძლება გააფუჭოს ყველაფერი.

კირჩხიბი

ახალი წელი ოჯახური დღესასწაულია, ამიტომ, თუკი კირჩხიბის სახლში ახლობლები და მეგობრები არ შეიკრიბებიან, კირჩხიბი ინერვიულებს. მაგრამ ეს არ არის მთავარი: ყველამ უნდა იმხიარულოს ამ დღეს.

ლომი

თუ ლომს აჩუქებთ ტაფას, ან წლის სიმბოლოს (კურდღლის ფიგურას), შეგიძლიათ არა მხოლოდ გააფუჭოთ მისი დღესასწაული, არამედ ძალიან ახლოს გაიცნოთ ტაფა. ნუ აჩუქებთ ლომს იაფფასიან და გაუაზრებელ საჩუქრებს, თორემ გააფუჭებთ ახალ წელს და საკუთარ რეპუტაციას.

ქალწული

ძნელი სათქმელია კონკრეტულად რამ შეიძლება გაუფუჭოს ქალწულს ახალი წელი, რადგან ყველა ქალწული მას დაწყევლილ დღესასწაულად მიიჩნევს. მას არაფერი მოსწონს - ტელევიზორში საახალწლო სამზადისით დაწყებული და სადღეგრძელოებით დამთავრებული. ზოგადად, არის ერთი შანსი, რომ ქალწულს ახალი წელი არ გაუფუჭოთ: - ხელში მისცეთ ტაშტით "ოლივიე" და 22:00 საათზე დასაძინებლად გაუშვათ, ნაჩუქარი უზბეკეთის მტაცებელი თევზების წიგნით.

სასწორი

აი ზუსტად ის ნიშანი, რომელსაც მხოლოდ ერთი შანსი აქვს ახალი წელი ცუდად აღნიშნოს: საერთოდ არ შეხვდეს მას (მაგალითად, მოკვდეს ან კომაში ჩავარდეს). სასწორებს შეუძლიათ მოაწყონ შესანიშნავი დღესასწაული საკუთარი თავისთვის და გარშემომყოფებისთვის სადმე - თუნდაც აეროპორტის მიტოვებულ დარბაზში, თუნდაც 23:57 საათზე გაჭედილ ლიფტში.

მორიელი

არავის აქვს შანსი, რომ მორიელს ახალი წელი გაუფუჭოს. ოჯახთან ერთად მორიელი სიამოვნებით მიირთმევს სალათებს და მოუსმენს ბებიის სადღეგრძელოებს, მეგობრებთან ერთად დალევს და წავა თავგადასავლების საძებნელად. პარტნიორთან ერთად მოაწყობს რომანტიკულ საღამოს და უყურებს კარგ ფილმს.

მშვილდოსანი

ცხოვრებამ მაიმუნისგან ადამიანი შექმნა, ხოლო მშვილდოსნისგან - უკიდურესად უბედური და მთელ მსოფლიოზე განაწყენებული ადამიანი. ასე რომ, ნუ აიძულებთ მას, მორთოს ნაძვის ხე, გააკეთოს სალათები და გაშალოს სუფრა. არც დავიწყებული ბარდის ამოსატანად გააგზავნოთ მაღაზიაში. მშვილდოსანი ყველაფერს საუკეთესოდ გააკეთებს, მაგრამ შემდეგ თავის გაკეთებულს ცხვირში ამოგადენს.

წყარო: thevoicemag