როგორ გავუმკლავდეთ სიგარეტზე თავის დანებებისგან გამოწვეულ არასასიამოვნო სიმპტომებს
ნიკოტინისგან გათავისუფლების ფიზიკური სიმპტომები
• მომატებული მადა – სიგარეტის უკანასკნელი ღერის შემდეგ მალე იგრძნობთ, რომ მადა მოგემატათ. სიგარეტი შეიცავს ორ ქიმიურ ნივთიერებას: სეროტონინსა და დოპამინს, რომლებიც შიმშილის გრძნობას ამცირებს. სწორედ ეს ფაქტორი იწვევს მომატებულ მადას. მეორეს მხრივ, ბევრი მწეველი იმ დროს, სიგარეტის მოწევის ნაცვლად, ჭამას - უმეტესად კი ტკბილეულისა და სხვადასხვა სახის ხემსის მიღებას იწყებს. თუ გსურთ, სიგარეტზე უარი ზედმეტი კილოგრამების გარეშე თქვათ, შეგიძლიათ დანაკლისის შესავსებად ჭამის ნაცვლად "ჰელსიერის" უნიკოტინო ჩხირები მოიხმაროთ. ეს არის ნატურალური, ჯანმრთელობისთვის უვნებელი ინგრე-დიენტებისაგან დამზადებული გათბობადი ჩხირები, რომელიც სპეციალურ გაჯეტში იდება და გათბობის შედეგაც, გამოიყოფა კოფეინი, რომელიც ხელს უწყობს ტონუ-სის ამაღლებას.
• მოწევის სურვილი – ნიკოტინის მიღების სურვილი ის სიმპტომია, რომელიც ყველაზე დიდი ხანი გრძელდება. საკმარისია, მოწევის სურვილს 15–20 წუთი გაუძლოთ, რომ თქვენი ტვინი ამაზე უკვე აღარ იფიქრებს. თუმცა, ეს მოთხოვნილება დღეში რამდენჯერმე გექნებათ და ეცადეთ, ამ დროს სურვილი სხვა მწეველების თამბაქოს კვალის შესუნთქვით არ დაიკმაყოფილოთ.
• ხველა – მას შემდეგ, რაც ორგანიზმი ნიკოტინისგან გათავისუფლდება, რესპირატორული სისტემა გაწმენდას იწყებს. სწორედ ამის ნიშანია ხველა, რომელიც რამდენიმე კვირა გაგრძელდება.
• თავის ტკივილი – ეს სიმპტომი ერთ–ერთ პირველი ჩნდება, თუმცა ძალიან შემაწუხებელი არაა და მალე ქრება.
• მოთენთილობა და დაღლა – ნიკოტინი გარკვეული სტიმულატორია, რომელსაც ორგანიზმი მიჩვეულია. ამიტომ სიგარეტზე უარის თქმის შემდეგ დაღლასა და მოთენთილობას იგრძნობთ. თუმცა ორგანიზმი ამ მდგომარეობას მალე შეეჩვევა და აღნიშნული სიმპტომებიც გაქრება. წაიკითხეთ სრულად