ბავშვის აღზრდის 5 გაკვეთილი ტომის ხალხისგან - rogor.ge

ბავშვის აღზრდის 5 გაკვეთილი ტომის ხალხისგან

დედის რძე ყველაზე ჯანსაღი საკვებია მსოფლიოში - ბავშვებს 4 ან 5 წლამდე ძუძუთი კვებავენ. დედები ინტუიციურად გრძნობენ, რომ მათი რძე საუკეთესო საჩუქარია. ეს რძე აძლიერებს ბავშვის იმუნურ სისტემას. იქ საათით ხელში არავინ გეგმავს საჭმელს, ბავშვები მაშინ ჭამენ, როცა შივდებათ.

ბავშვები არასოდეს არიან მარტო, ისინი მშობლებთან არიან 24 საათის განმავლობაში. ისინი ფაქტობრივად მათთან არიან დაკავშირებულები, რადგან აღმზრდელები მათ ზურგით ატარებენ. ეს არის საერთო ნიშანი ყველა ტომისთვის. თუ მშობლები მუშაობენ, შვილებს და-ძმები და უფრო შორეული ნათესავები ზრდიან. ტომის ხალხმა არ იცის რა არის ეტლი. ბავშვები ატარებენ სლინგებში, ისინი მუდმივ და მჭიდრო კონტაქტში არიან მშობლებთან, გრძნობენ სითბოს და დაცულობას. ბავშვის გაჩენა აიძულებს მას დაინახოს და ისწავლოს სამყარო ზრდასრული ადამიანის თვალთახედვით, რითაც ხდება უფრო დამოუკიდებელი.

ბავშვები მუდმივ კონტაქტში უნდა იყვნენ სხვა ადამიანებთან – ტომების წარმომადგენლებს აქვთ წარმოუდგენელი ინტუიცია, რაც კარნახობს მათ, რომ ბავშვებს განვითარებისთვის სითბო სჭირდებათ. ტომობრივ საზოგადოებაში მათი ტირილი იშვიათად ისმის. ჩვილები ბედნიერები არიან, როცა მშობლებთან ერთად იძინებენ (ჩვეულებრივ შიშვლები) და დედის რძეს ჭამენ.

rogor-1672150613.jpg

მშობლობა მნიშვნელოვანია მთელი საზოგადოებისთვის – ეს არის დიდი ძალა, რომელსაც ხშირად მხედველობიდან უშვებენ განვითარებად ქვეყნებში მცხოვრები მშობლები. ძირძველ ტომებში მშობლის პასუხისმგებლობა იყოფა - ისინი ეხება არა მხოლოდ დედას და მამას, არამედ მთელ საზოგადოებას. ტომში არის კოლექტიური პასუხისმგებლობა.