როგორ მოვიქცეთ პარტნიორის მეგობარ გოგოსთან - rogor.ge

როგორ მოვიქცეთ პარტნიორის მეგობარ გოგოსთან

შეუერთდით მათ ზოგიერთ საქმიანობას. თუ ისინი მართლაც უბრალოდ მეგობრები არიან, თქვენმა ბიჭმაც და მისმა მეგობარმაც პატივისცემა უნდა გამოხატონ თქვენდამი. თუ შეგიძლიათ მათთან ერთად გაერთოთ, გააკეთეთ ეს, რათა გამომჟღავნდეს დამოკიდებულებები. შეეცადეთ დაუმეგობრდეთ, შესაძლოა სასმელზე ან სადილზე მოიწვიოთ, რათა უკეთ გაიცნოთ.

1-1672136047.jpg

ნუ იქნებით აგრესიული მათთან ურთიერთობისას. თუ გიჭირთ მათი მეგობრობის მიღება, შეიძლება დაგჭირდეთ საკუთარი თავის კონტროლი. პასიური აგრესია შეიძლება გამოვლინდეს მაშინ, როდესაც გეშინიათ თქვენი აზრის გამოთქმის. შეიძლება არ მოუსმინოთ, როცა თქვენი მეგობარი ბიჭი თავის მეგობარ ქალზე საუბრობს. პასიური აგრესია შეიძლება ემსახურებოდეს თქვენს მიზნებს, მაგრამ ასევე შეიძლება გაანადგუროს თქვენი ურთიერთობა. ჰკითხეთ საკუთარ თავს, როგორ შეგიძლიათ თქვენი აზრებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილება უფრო უკეთესი გზით.

2-1672136060.jpg

ისაუბრეთ მიუკერძოებელ ადამიანთან, როგორიცაა ძმა ან მეგობარი. ნახეთ, ეთანხმება თუ არა ეს ადამიანი თქვენს ეჭვებს. მესამე პირი ადვილად ამჩნევს რა არის სწორი და არასწორი. აუხსენით მას დეტალურად სიტუაცია, შესაძლოა სულაც არ არის ყველაფერი ისე, როგორც ფიქრობთ. მასთან საუბრისა და დასკვნების გამოტანის შემდეგ შეიძლება ესაუბროთ თქვენს პარტნიორს.

3-1672136073.jpg

ისაუბრეთ ღალატზე. მამაკაცებსა და ქალებს ხშირად აქვთ ძალიან განსხვავებული ხედვა იმის შესახებ, თუ რა ითვლება ღალატად. მამაკაცები ყურადღებას ამახვილებენ სექსის რეალურ აქტზე, ხოლო ქალები ისეთ რაღაცებზეც, როგორიცაა ფლირტი და ემოციური სიახლოვე. ამიტომ ჯერ შეთანხმდით მოტყუების დეფინიციაზე.

4-1672136086.jpg

გაარკვიეთ, რა ეტაპზე ხართ ურთიერთობაში. თქვენი მეგობარი ბიჭი ფიქრობს, რომ კარგია სხვა გოგოსთან შეხვედრა? გაარკვიეთ ურთიერთობის რა ეტაპზე ხართ, რა პრობლემების წინაშე დგახართ და რა აიძულებს მას სხსვა გოგოსთან დროის გატარებას. მხოლოდ ამ დეტალების გარკვევის შემდეგ მიხვალთ სწორ დასკვნებამდე.

5-1672136097.jpg

წყარო: wikihow.com