როგორ დავეხმაროთ ორგანიზმს ნაწლავებში აირების დაგროვების დროს - rogor.ge

როგორ დავეხმაროთ ორგანიზმს ნაწლავებში აირების დაგროვების დროს

ქალბატონო თამარ, რა არის მეტეორიზმი?

- მეტეორიზმი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გაზების ჭარბად დაგროვებაა. მეტეორიზმის მიზეზი გაძლიერებული გაზწარმოქმნა ან ორგანიზმიდან გაზის გამოყოფასთან დაკავშირებული პრობლემებია. მეტეორიზმი გავრცელებული სიმპტომია და გვხვდება გასტროდუოდენიტის, პანკრეატიტის, ქოლეცისტიტის, ნაღველკენჭოვანი დაავადების, ჰეპატიტისა და სხვა დაავადებების დროს.

რამ შეიძლება გამოიწვიოს მეტეორიზმი და როგორია მისი განვითარების მექანიზმი?

- მეტეორიზმი ჩნდება კვებისა და ნაწლავების სეკრეტული ან მოტორული დარღვევების შედეგად, აგრეთვე დისბაქტერიოზის გამო. გაზები ძირითადად გროვდება კუჭში, აღმავალ ან დაღმავალ კოლინჯში. გაზი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში შესაძლოა კვების პროცესში მოხვდეს პირის გზით. მეტეორიზმის დიაგნოზი დაისმება იმ შემთხვევაში, თუ კუჭ-ნაწლავის ტრაქტში დაგროვებული გაზების რაოდენობის გამო ადამიანი განიცდის დისკომფორტს. კერძოდ, პაციენტი უჩივის მუცლის შებერვას, შესაძლოა მუცლის არეში აღინიშნოს ასევე ტკივილი, ზოგჯერ მწვავე, მსერავი ან მჭრელი ხასიათისა. ტკივილის შეგრძნება ქრება ან მცირდება გაზების გამოყოფის შემდეგ.

მეტეორიზმის გამომწვევი მიზეზები შეიძლება დავყოთ შემდეგი სახით:

ნ ალიმენტარული მეტეორიზმი – წარმოიქმნება საკვებად ისეთი პროდუქტების გამოყენებით, როგორებიცაა: კარტოფილი, ლობიო, მუხუდო, კომბოსტო, მსხალი, ყურძენი, ნიორი, რძე და ა. შ., ასევე გაზიანი სასმელებისგან. გაგრძელება