როგორ შევწვათ გოჭი ღუმელში, სახლის პირობებში, იდეალურად - rogor.ge

როგორ შევწვათ გოჭი ღუმელში, სახლის პირობებში, იდეალურად

გარეცხილ გოჭს ათავსებენ 8%-იან მარილწყალში (თუ 1 ლიტრ წყალს მოიხმართ - 8 გრამი მარილი დაგჭირდებათ) და ინახება 24 საათის განმავლობაში.

შემდეგ, დააბლენდერეთ მარინადის ინგრედიენტები: ნივრის კბილი, ხახვი, შაქარი, მწვანილი, წიწაკა, დაფნის ფოთოლი, ზეთი.

გოჭი გამოიღეთ მარილწყლიდან, გარეცხეთ, გააშრეთ, წაუსვით მარინადი და გააჩერეთ 1 დღე მაცივარში.

შეწვამდე კიდევ გარეცხეთ გოჭი, გააშრეთ, ღორის კანი უკვე რბილი იქნება.

წაუსვით გოჭს გამდნარი კარაქი, შედგით ღუმელში და გამოაცხვეთ 130 გრადუსზე დაახლოებით 8-9 საათის განმავლობაში. დროდადრო კოვზით ზემოდან ასხით წვენი, რომელსაც შეწვის დროს გამოუშვებს.

capture-1671474518.png

შემწვარ გოჭს სუფრასთან მიტანამდე 30 წუთით თბილად ტოვებენ.