როგორ გამოვიმუშაოთ თვითკონტროლი ფიზიკური ვარჯიშის დროს
არტერიულ სისხლის წნევაზე თვითკონტროლის მიზნით დაკვირვება აუცილებელ მომენტად ითვლება. რასაკვირველია, სისხლის წნევის გაზომვა უმჯობესია სხვამ აწარმოოს, რათა სიზუსტე არ დაირღვეს. უნდა გვახსოვდეს, რომ მოზრდილთა არტერიული სისხლი წნევა (ნორმაში იგი 100/60-140/90 მმ ვერც. წყ. სვეტ.) ასაკის მატებასთან ერთად იმატებს, მაგრამ თუ ადამიანი სისტემატიურად ვარჯიშობს, შეიძლება წლების განმავლობაში ერთგვარი სტაბილურობა შეინარჩუნოს.
სუნთქვაზე დაკვირვებას ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს სასუნთქი სისტემის ფუნქციური მდგომარეობის შეფასების თვალსაზრისით. თვითკონტროლის დროს პრაქტიკულად შესაძლებელია მხოლოდ სუთქვის სიხშირის, ფილტვების სასიცოცხლო ტევადობისა და სუთქვის შეკავების ხანგრძლივობის განსაზღვრა.