როგორ დავიპატარავოთ მკერდი - rogor.ge

როგორ დავიპატარავოთ მკერდი

მკერდის ვიზუალურად შემცირების ყველაზე მარტივი გზა გასახდომი ეფექტის მქონე ბიუსჰალტერია. იგი შეკერილია მკვრივი ქსოვილებისგან, მისი "ფინჯნები" მთლიანად მალავს მკერდს. წვრილი ნაკერების წყალობით, რომლებიც გადიან გულმკერდის შუაში, მიიღწევა მკერდის ვიზუალური შემცირების ეფექტი. ასევე, სასურველია მუქი ფერის საცვლების ჩაცმა. თუმცა, სიფრთხილე გმართებთ გასახდომ საცვლებთან. ხშირი გამოყენებისას მას შეუძლია დაარღვიოს სისხლის მიმოქცევა და ზიანი მიაყენოს ქალის ჯანმრთელობას.

დიდი მკერდის შესამცირებლად მიუთითებენ დიეტაზეც. ეს არის ჩვეულებრივი დიეტა წონის დაკლებისთვის, რადგან მკერდი ჩვეულებრივ წონაში იკლებს. თუმცა სიფრთხილით მოვეკიდოთ უსიამოვნო შედეგებს, თქვენი დიდი და მკვრივი მკერდი შეიძლება ჩამოიწიოს და შედეგად ფორმა დაკარგოს.

სპორტი ხელს შეუწყობს მკერდის შემცირებას. გამოგადგებათ აერობიკა, ჰანტელებით ვარჯიშები - ისინი მხრის სარტყლის კუნთებს დაჭიმავს, რაც, თავის მხრივ, ლამაზ მკერდს აყალიბებს. ასევე კარგია ყოველ დღე ნახევარი საათის განმავლობაში სირბილი.სასურველ ეფექტს რომც არ მიაღწიოთ, სპორტით დაკავება თავდაჯერებულობის მოპოვებაში დაგეხმარებათ.

დააკვირდით თქვენს პოზას. დახრილი ზურგი დიდი უფორმო მკერდის შთაბეჭდილებას ტოვებს. გაისწორეთ მხრები და აკონტროლეთ თქვენი პოზა მთელი დღის განმავლობაში. გამართული ყოფნა ჩვევად უნდა იქცეს.

მკერდის შემცირების ყველაზე რადიკალური გზა პლასტიკური ქირურგიაა. თუმცა, ათასჯერ დაფიქრდით, სანამ საოპერაციო მაგიდაზე დაწვებით. ნებისმიერი ოპერაცია ადამიანის ბუნებაში უხეში ჩარევაა და ბუნებას არ უყვარს ხუმრობა.