აირჩიე კურდღელი და გაიგე, როგორი აღმოჩნდება შენთვის 2023 წელი - rogor.ge

აირჩიე კურდღელი და გაიგე, როგორი აღმოჩნდება შენთვის 2023 წელი

ხატვის ნიჭის მქონე ბაჭია

rogor5-1671096155.jpg

კურდღელი, რომელიც პატივს სცემს ხელოვნებას, ახალ გამოცდილებას მოგცემთ 2023 წელს. შეგიძლიათ წახვიდეთ მოგზაურობაში, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობდით! გრძელი გზა გელით, თვითმფრინავები, სასტუმროები, ტროპიკული ქვეყნები. ფუმფულა ვანგა თავისი ფუნჯით უკვე გიხატავს ბედნიერ მოგზაურობებს. მოემზადეთ თავგადასავლებისთვის!

პატარძალი კურდღელი

rogor3-1671096496.jpg

აი, ვინ ამოიღო ბედნიერი სიყვარულის კოზირი. მაქმანებიანი რომანტიკული კურდღელი გპირდებათ ძლიერი გრძნობებითა და ვნებით სავსე წელს. თუ უკვე დაქორწინებული ხართ, თქვენი კავშირი კვლავ აყვავდება. გრძნობები განახლებული ენერგიით იფეთქებს, შესაძლოა თქვენი სიყვარულის შედეგი იყოს ახალი ადამიანის გაჩენა. ბავშვი უკვე ზეციდან მშობლებს ხელებს უქნევს. ველით სასწაულებს. თუ ჯერ მარტოხელა ხარ, არ ინერვიულო. სიყვარულის ფუმფულა მღვდელმსახური პაემნებით სავსე წელს გპირდებათ. ამ კურდღლის არჩევით თქვენ დაიჭირეთ პატარძლის თაიგული!

დაკრეჭილი კურდღელი კბილის ჯაგრისით

rogor2-1671096525.jpg

კბილის ჯაგრისით კურდღელი შეეცდება მოგაშოროთ ყველაფერი არასაჭირო. ადამიანები, რომლებიც არ გაფასებენ, მალე გაქრებიან თქვენი ცხოვრებიდან. ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებმაც დიდი ენერგია მოიხმარეს, აღარ იქნება დამღლელი. მოემზადეთ, რომ გყავდეთ ნამდვილი მეგობრები თქვენს ცხოვრებაში. დაკრეჭილი კურდღელი არის ძალიან თავდაჯერებული. ამ წლისთვის უხვად გაქვთ ძალა, 2023 წელს თქვენს ოცნებას მიახლოვდებით.

კურდღელი სკრუჯი

rogor1-1671096581.jpg

საჩუქრის წითელი ლენტით და კუპიურებით ფუმფულა კურდღელი იმედს არ გაგიცრუებთ. შეგიძლიათ უსაფრთხოდ შეცვალოთ საქმიანობის ტიპი და სცადოთ საკუთარი ბიზნესის დაწყება. თუ მომავალ წელს საკუთარ თავს ახალ პროფესიაში მოსინჯავთ, დიდია ალბათობა იმისა, რომ გახდეთ მდიდარი. წითელი ლენტი სიმბოლოა სიურპრიზების, რომლებიც შეიძლება მოგეწონოთ. უკვე თებერვალში შესაძლებელია საინტერესო მოვლენები. კურდღელი სკრუჯი მონეტების წვიმას გვპირდება.

კურდღელი შამანი დოლით

rogor6-1671096654.jpg

კურდღელი შამანი, რომელიც მხიარულად აკაკუნებს ბარაბანს რბილი თათით, დიდ გამარჯვებას გპირდებათ. თუ აზარტული თამაშები გიყვართ, მთელი წელი ენით აუწერლად გაგიმართლებთ. ფუმფულა ბაჭია დაგეხმარებათ ნებისმიერ საქმეში. ნურაფრის ნუ გეშინია! თუ თავს მამაცად და დაჟინებულად გამოიჩენთ, კურდღელი წარმატებას მოგიტანთ. ყველაფერი საათის მექანიზმის მსგავსად წავა. საკუთარ თავში ეჭვი არ შეგეპაროთ, ნებისმიერ სირთულეს გადალახავთ და გამარჯვებული იქნებით.