როგორ მოვაშოროთ საღებავი მინას - rogor.ge

როგორ მოვაშოროთ საღებავი მინას

დალაქავებული ადგილები დაასველეთ ცხელი წყლით. ეს ხელს შეუწყობს საღებავის უფრო სწრაფად ამოღებას. შემდეგ, აიღეთ დანა და ფრთხილად ააფხიკეთ ლაქები. ამ მიზნებისთვის გამოიყენეთ მხოლოდ ბასრი დანა, წინააღმდეგ შემთხვევაში მინაზე ნაკაწრები დარჩება.

შეიძინეთ თეთრი სპირტი ტექნიკის მაღაზიიდან. დაასველეთ ბამბის დისკი ხსნარში და წაუსვით საღებავის ლაქაზე. გააჩერეთ ამ მდგომარეობაში რამდენიმე წუთის განმავლობაში და მოაშორეთ.

დაამუშავეთ ლაქა მინის გამწმენდით. ის იყიდება საყოფაცხოვრებო ქიმიკატების მაღაზიებში და სუპერმარკეტებში. შეასხურეთ დალაქავებულ ადგილებზე და დატოვეთ ცოტა ხნით. შემდეგ გაწმინდეთ სუფთა ნესტიანი ქსოვილით. თუ ლაქის მოცილება შეუძლებელია, ამოიღეთ იგი მექანიკურად დანით.

გამოიყენეთ რაფინირებული ბენზინი. მისი შეძენა შესაძლებელია ტექნიკის მაღაზიაში. დაამუშავეთ საღებავის კვალი ბენზინში დასველებული ბამბის ტამპონით. თუ ბენზინი ხელთ არ გაქვთ, გამოიყენეთ აცეტონი ან ნავთი.

მიამაგრეთ ფოლგის ნაჭერი შუშის დაბინძურებულ ადგილას და გაათბეთ უთოთი ან ფენით. მაღალი ტემპერატურის გავლენით საღებავი რბილდება და ადვილად მოშორდება. ასეთი პროცედურის ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მინაზე არის საღებავის დიდი წვეთები.

1 სუფრის კოვზი 10%-იანი ამიაკი განზავდეს რამდენიმე ლიტრ სუფთა წყალში. დაასველეთ ქაფის ღრუბელი და გაასუფთავეთ მინა ჭუჭყისაგან. შემდეგ გაწმინდეთ ნესტიანი ქსოვილით და გააპრიალეთ მშრალი ქსოვილით.