"ბინაში დაგროვილი გაზის აფეთქება, შეიძლება ტელეფონის ზარმაც გამოიწვიოს" - უსაფრთხოების ზომები, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს - rogor.ge

"ბინაში დაგროვილი გაზის აფეთქება, შეიძლება ტელეფონის ზარმაც გამოიწვიოს" - უსაფრთხოების ზომები, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს

"დავუშვათ, გაზმა მიაღწია მაქსიმალურ კონცენტრაციას 9%-ის ფარგლებში, ამ დროს გაიღო ლიფტის კარი და გაისმა ხმაური - ამასაც კი შეიძლება გამოეწვია აფეთქება. ან დარეკა სახლის ტელეფონმა - ესეც საკმარისია, რომ აფეთქება მოხდეს. ხშირ შემთხვევაში ხდება თვითაფეთქებაც, ანუ ისეთი კონცენტრაციაა უკვე, რომ თვითონ შეუძლია მოლეკულებს აფეთქდეს. ეს ძალიან რთული პროცესია... როცა საცხოვრებელ კორპუსში ლიფტია, სადარბაზოში ვიღაც მოძრაობს, ან ისმის ტელეფონის ხმა, დაგროვილი გაზის აფეთქების უამრავი მიზეზი არსებობს.

მივმართავ მოსახლეობას, საკმარისია ოდორანტის სუნი იგრძნოთ და იმ წუთშივე უნდა გამოიძახოთ სპეციალისტები! თუ გამოძახება ვერ ხერხდება, დაუყოვნებლივ უნდა გადაიკეტოს გაზის მთავარი სარქველი. თუ ოდორანტის სუნი არის შენობაში, იქ არ შეიძლება გაზის ექსპლუატაცია და აუცილებლად უნდა დაიკეტოს" - აღნიშნა გია არაბიძემ.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად უსაფრთხოა სადარბაზოში გაყვანილი მილები, ენერგეტიკოსის თქმით, ხშირ შემთხვევაში სადარბაზოს ფანჯრები არ არის ჰერმეტული და იქ შეუძლებელია გაზის დაგროვება მოხდეს. ასე რომ, სადარბაზოში აფეთქების შემთხვევა იშვიათად არის, უფრო სახლიდან ხდება აფეთქება. მისივე თქმით, საუკეთესო ვარიანტია, გაზის მილი დამონტაჟებისას გაყვეს კედელს გარედან. ამ შემთხვევაში აბსოლუტურად დაცულია, თუ რაიმე პრობლემა მოხდება მილში.

"თუმცა, არის კორპუსები, რომელსაც არ უხერხდება გარედან მილის გაყვანა. ამ შემთხვევაში შესაძლებელია სადარბაზოებში გაყვანა, თუმცა მნიშვნელოვანია, როგორ მიდის სადარბაზოდან სახლში გაზის მოწყობილობამდე. გაზის მილიდან, ყველა შემთხვევაში უნდა მოხერხდეს გაზის მიყვანა გაზის ხელსაწყოსთან, სხვა სათავსოების გავლის გარეშე" - ამბობს ენერგეტიკოსი და სახლში დამონტაჟებული ცენტრალური გათბობის ქვაბებისა თუ გაზის გამაცხელებლების შესახებ დასძენს:

"თუ წვისთვის საჭირო ჰაერის შეწოვა ხდება გარედან და ნამწვის გატყორცნაც ხდება გარედან, ეს შეიძლება ჩაითვალოს უსაფრთხოსთან მიახლოებულთან. თუმცა, ის წყალგამაცხელებელი, რომელიც ღია სისტემით მუშაობს - ანუ ჰაერს მოიხმარს ოთახიდან და ნამწვსაც იქვე უშვებს, არავითარ შემთხვევაში მისი დაყენება არ შეიძლება! გაგრძელება