როგორ ვასწავლოთ პატარას ლექსი ადვილად და დაძალების გარეშე - rogor.ge

როგორ ვასწავლოთ პატარას ლექსი ადვილად და დაძალების გარეშე

აუხსენით უცნობი სიტყვები

ჩვეულებრივ, ბავშვს უჭირს იმის სწავლა, რაც მისთვის გაუგებარია. თუ შეძლებთ ბავშვს აუხსნათ, რას ნიშნავს ან რას ჰგავს ეს სიტყვა და როგორ გამოითქმის, პროცესი უფრო სწრაფად წავა.

რამდენჯერმე წაიკითხეთ ლექსი

გამოიყენეთ წინასწარი სწავლების მეთოდი. ანუ სანამ ეტყვით, რომ ლექსი უნდა ისწავლოს, თქვენ დაიწყეთ მისი წარმოთქმა იმ დროს, როცა ბავშვი მულტფილმით ან თამაშით არ არის დაკავებული. წარმოთქვით მთელი ლექსი ნელა და მკაფიოდ, რამდენჯერმე ზედიზედ. თუ ორი დღის განმავლობაში ლექსს დაახლოებით 10-ჯერ გაიმეორებთ, ბავშვი სრულად არა, ნახევარს მაინც დაიმახსოვრებს.

დააკავშირეთ ემოციები

ლექსი წაუკითხეთ გამომეტყველებით, სახის შესაბამისი მიმიკებით. ის უკეთ გაიგებს და დაიმახსოვრებს მას. განაგრძეთ კითხვა