როგორ მივხვდეთ ძაღლის მაკედ ყოფნას
გადიდებული ან გაუფერულებული ძუძუს თავები. ერთ-ერთი ადრეული ნიშანი იმისა, რომ თქვენი ძაღლი მაკედაა, არის ის, რომ ძუძუს თავები ღია ფერის ხდება. ამასთანავე, გაიზრდება ზომაში, ამიტომ ისინი უფრო გამოკვეთილი იქნება. ეს ჩვეულებრივ მიუთითებს იმაზე, რომ ძაღლი დაახლოებით 2-დან 3 კვირამდე მაკედაა.
წონის მომატება. თუ თქვენი ძაღლი იმატებს წონაში, ის შეიძლება იყოს მაკედ. მაკე ძაღლები იმატებენ წონაში მუცლისა და წელის გარშემო ორსულობის მე-2 ან მე-3 კვირას.
შებერილი მუცელი. მრგვალი და მკვრივი მუცელი შეიძლება მაკეობის ნიშანი იყოს. თუ თქვენი ძაღლის მუცელი ჩვეულებრივზე მეტად გამოკვეთილია, ის დიდი ალბათობით მაკედაა, განსაკუთრებით, თუ მისი ძუძუს ჯირკვლები შეშუპებული და გადიდებულია.
მადის მომატება. თუ თქვენი ძაღლი მაკედაა, ის ჩვეულებრივზე მეტს ჭამს. ესაუბრეთ თქვენს ვეტერინარს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იზრუნოთ თქვენს ძაღლზე და როდის გაზარდოთ მისი კვების რაციონი, რადგან დამატებითი კალორიები შეიძლება სასარგებლო იყოს მისთვის და ლეკვებისთვის. იცოდეთ, რომ თქვენს ძაღლს ექნება მადა დაქვეითებული 12-24 საათით ადრე მშობიარობამდე.
მარტივი დაღლა. ძაღლის ენერგიის დონის უეცარი ცვლილება შეიძლება მაკეობის ნიშანი იყოს. მაკე ძაღლს შეიძლება ახასიათებდეს მეტი ძილიანობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მისი მუცელი იზრდება. თუმცა, დაღლილობას მხოლოდ ეს არ იწვევს, შესაძლოა მიზეზი სხვადასხვა დააავადება იყოს, ამიტომ კარგად უნდა დააკვირდეთ. ყოველთვის მიიყვანეთ თქვენი ძაღლი ვეტერინართან, მხოლოდ იმისთვის, რომ დარწმუნებული იყოთ.
წყარო: wikihow.com