ფრთხილად! თუ თქვენ ეს სიმპტომები შენიშნეთ, შესაძლოა, ყველაზე საშიში დაავადება გაქვთ - როგორ ამოვიცნოთ ანევრიზმა - rogor.ge

ფრთხილად! თუ თქვენ ეს სიმპტომები შენიშნეთ, შესაძლოა, ყველაზე საშიში დაავადება გაქვთ - როგორ ამოვიცნოთ ანევრიზმა

რატომ ჩნდება ანევრიზმა? ანევრიზმები, უმეტეს შემთხვევაში, სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული დაზიანების გამო ჩნდება. მათ შორის ყველაზე ხშირი მუცლის აორტის ანევრიზმაა. პროცენტულად, მასზე ანევრიზმათა, დაახლოებით, 80% მოდის. ანევრიზმის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, სისხლძარღვთა კედლის ათეროსკლეროზული გადაგვარებაა.

ვის შეიძლება დაემართოს ეს დაავადება - ახალგაზრდა ადამიანს ეს დაავადება არ ემართება. მუცლის აორტის ანევრიზმა გავრცელებულია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში. შეფარდება 1/10-ზეა. მისი საშუალო ასაკია 65 წელი. 55 წელს გადაცილებულმა ყველა მამაკაცმა უნდა გაიკეთოს ექოსკოპია და შეამოწმოს, ხომ არ არის ამ დაავადების რიკს-ჯგუფში. რისკ-ჯგუფებში, პირველ რიგში, ის ადამიანები ხვდებიან, ვისაც ეს დაავადება გენეტიკაში აქვს, ასევე მწეველები, ვისაც ათეროსკლეროზი აქვს.

რა ფაქტორებმა შეიძლება შეუწყოს ხელი ანევრიზმას - მაღალი არტერიული წნევა, თამბაქოს მოხმარება. წინასწარ რომ პრევენცია გააკეთო მაინცდამაინც ანევრიზმაზე, არ არსებობს ჩვენ ათეროსკლეროზს უნდა ვებრძოლოთ.

როგორ ავირიდოთ ათეროსკლეროზი - თეროსკლეროზის პრევენცია ჯანსაღი ცხოვრების წესია. წნევის კონტროლი, სიგარეტის გარეშე ცხოვრება და რაც მთავარია, ჯანსაღი კვება. ადამიანმა უნდა მიიღოს ბოსტნეული დიდი რაოდენობით. ნაკლებად უნდა მიიღოს ქოლესტერინის შემცველი საკვები, კვერცხი, ღორისა და საქონლის ხორცი შემწვარი და ა.შ. ხანშიშესულმა ადამიანმა წელიწადში ერთხელ ან ორჯერ უნდა ჩაიტაროს სკრინინგი (მუცლის ღრუს ექოსკოპია). ეს მოგვცემს საშუალებას, რომ თუ ათეროსკლეროზი გამოჩნდა, ჯანსაღი ცხოვრების წესზე გადავიდეთ და შევაჩეროთ მისი განვითარება. ათეროსკლეროზის მკურნალობა შეუძლებელია, თუმცა, შეჩერება - შესაძლებელი.

როდის კეთდება ოპერაცია - თუ სისხლძარღვი 5 სმ-ს გადასცდა, საჭიროა ქირურგიული ჩარევა. მინდა დავამშვიდო მკითხველი, თუ ოცი წლის წინ, სიკვდილიანობა ოპერაციის შემდეგ იყო 10/12%, დღეს 1 -2 % არის დაყვანილი. არის კიდევ ე.წ. დახურული ოპერაცია, რაც განაკვეთის გარეშე გვაძლევს სტენდირების საშუალებას. თუ შემთხვევით მოხდა და ანევრიზმა გაუსკდა ადამიანს, შესაძლოა, იმ წამს არ გარდაიცვალოს, მაგრამ ამ დროს წნევა ვარდება და დროის ფაქტორს დიდი მნიშვნელობა აქვს. სიკვდილიანობა გამსკდარ ანევრიზმაზე 38 %-ია პირადად ჩემს პრაქტიკაში, მაგრამ მსოფლიო მასშტაბით ძალიან დიდი - 65 % არის.

წყარო: reitingi.ge