ვერძს მეტი არ დაუსხათ! - როგორ ერთობიან ზოდიაქოს ნიშნები კორპორაციულ წვეულებაზე - rogor.ge

ვერძს მეტი არ დაუსხათ! - როგორ ერთობიან ზოდიაქოს ნიშნები კორპორაციულ წვეულებაზე

ვერძი

ვერძისთვის კორპორატიული ერთადერთი მიზეზია (გარდა სიკვდილისა), რომ შეწყვიტოს პასუხისმგებლობა ყველაფერზე და საბოლოოდ დაისვენო. რასაც ვერძი აკეთებს პირველ ნახევარ საათში, შემდეგ კი შეიძლება ის სუფრის ტილოში გაახვიონ და მოაშორონ იქიდან. მაგრამ როცა კარაოკე ჩართულია, ის მაინც გაიღვიძებს - ეს გარდაუვალია.

კურო

კურო ერთადერთი ნიშანია, რომელიც კორპორატიულ წვეულებაზე მიდის იმისთვის, რისთვისაც გამოიგონეს: კოლეგებთან მეგობრული კავშირების გასამყარებლად. მართალია, ალკოჰოლური ხსნარები ძალიან სუსტ გავლენას ახდენენ კუროს სხეულზე, ასე რომ, არავინ არის, ვინც სწრაფად გააძლიერებს კავშირებს. კარგი, მაგრამ სამაგიეროდ, შეგიძლია სალათი წაიღო სახლში!

კირჩხიბი

კირჩხიბებს სძულთ კორპორატიული წვეულებები: ჯერ ერთი, მათ არ სურთ გართობა გრაფიკით, მეორეც, იქ ყოველთვის ზედმეტად ხმაურია და მესამეც, არავინაა ვისთანაც დალევს. იმიტომ, რომ ქვეშევრდომებთან დალევა ნიშნავს ავტორიტეტის ჩამოშლას, ზემდგომებთან დალევა ნიშნავს მლიქვნელის რეპუტაციის მოპოვებას, ხოლო თანასწორთან დალევა ნიშნავს ჭორების მიზეზის მიცემას. და რა უნდა გააკეთო ასეთ შემთხვევაში? - უყურო ნაძვის ხეს?

ტყუპები

80-ე დონის თამადა: თუნდაც ბოლო კორპორატიული წვეულების შემდეგ, როცა ტყუპები კინაღამ გაათავისუფლეს სამსახურიდან, ისინი მაინც ვერ აკონტროლებენ საკუთარ თავს. მან დაათრო მტელი ფინანსური განყოფილება, ტელეფონით გადაიღო, როგორ ცეკვავდა მაგიდაზე ეიჩარი და დადო youtube-ზე.

ლომი

ყველა მოვიდა დასასვენებლად, ლომი კი სამუშაოდ: მომავალ წელს უფასო ხიზილალა კვლავაც იქნება, მაგრამ თბილი გენერალური დირექტორი - არა. ამიტომ, ლომი უფროსებთან ახლოს ჯდება და დაუღალავად იწერს თავის პლიუსებს კარმაში: მას შეუძლია სადღეგრძელოს თქმა, გულიანი ლაპარაკი და იდეის გასროლა. გამოიცანით ვის დააწინაურებენ იანვარში?

ქალწული

მას ყავისფერში აცვია და დღესასწაულს ყველას უფუჭებს, რაღაც გაგებით. მაგიდიდან კონიაკის ბოთლს იპარავს, ყველაზე ბნელ კუთხეში ჯდება და იქიდან კოლეგებს ენით აუწერელი გამომეტყველებით უყურებს. ყველა მათ წარუმატებლობას იმახსოვრებს.

სასწორი

ნამდვილი აღმოჩენა უბედური თამადისთვის, რომელიც იმედგაცრუებული დარჩება მაგიდასთან მსხდომი ხალხის უყურადღებობით. კონკურსები? კარაოკე? - სასწორი! ეს ბუნებრივია! ხორუმი და ცეკვა ნაძვის ხის გარშემო? მობრძანდით, კოლეგებო, ყველა ჩემს უკან! საიდუმლოდ ის რჩება, თუ როგორ ახერხებს სასწორი, ამავე დროს, იყოს ბროლივით ფხიზელი, პირველი წავიდეს სახლში და არ მოხვდეს კომპრომატებიან ვიდეოში. ეს ნიჭია!

მორიელი

კორპორატიული ღონისძიება ყველაზე მოსახერხებელი ადგილია მორიელისთვის, რომ პეტირ ბეილიშის დონის ინტრიგების ქსელი მოაწყოს: აქ ყველა ისეთი თბილია, სიხარულით აღფრთოვანებული და მთვრალი, რომ სახელმწიფო საიდუმლოების გაგება შეგიძლიათ ვინმესგან, რომ აღარაფერი ვთქვათ კორპორატიულზე. შემდეგ კი უთხარი ქალწულს, გაარკვიოს, რა უნდა გააკეთოს მასთან.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი, ყველა სხვა ნიშნისგან განსხვავებით, კორპორატიულ წვეულებაზე მიდის მარტივი, გასაგები და პატიოსანი მიზნით: ვინმე აცდუნოს. იმის გამო, რომ კორპორატიული ღონისძიებები გამოიგონეს თანამშრომლებს შორის კავშირების გასაძლიერებლად, რამ შეიძლება დააკავშიროს ის უფრო მჭიდროდ, ვიდრე მთავარი ბუღალტერის სამუშაო მაგიდაზე მომხდარის საიდუმლოების დაცვამ?

თხის რქა

თხის რქა ოცნებობს გასული წლის უმიზნოდ (გართობის თვალსაზრისით) კარგად გაცილებაზე: სასმელის ბოთლიდან სმა, მაგიდაზე ცეკვა და ფინანსური დირექტორისთვის მაცდუნებელ ადგილზე ჩქმეტა... მაგრამ, სანამ გამბედაობას მოიკრებს, ყველა სხვა ნიშანი უკვე მთვრალი იქნება. ვიღაცამ ხომ უნდა გაგზავნოს ისინი სახლში?

მერწყული

მერწყულებს სძულთ კორპორატიული წვეულებები, რადგან მათ უკვე იციან რას უნდა ელოდონ მთვრალი კოლეგებისგან. ამიტომ, ისინი მოდიან მხოლოდ მომხიბვლელი თანამშრომლების "დასაკერად": არჩევენ ყველაზე ლამაზებს და მოსაწყენი წვეულებიდან რაიმე ნორმალურ ბარში მიდიან.

თევზები

თევზები მთელი წელი ელოდნენ ამ წვეულებას, ამიტომ ერთბაშად იცვამენ საუკეთესოს, ტოვებენ მთელ მე-13 ხელფასს სილამაზის სალონში და ძველი ჰოლივუდის ვარსკვლავებივით კაშკაშა მოდიან კორპორატიულზე. ამის შემდეგ, ისინი სწრაფად თვრებიან და ტუალეტში მიდიან სატირლად: ახლოსაც არ არის ის "შიკი", რომელსაც ისინი მოუთმენლად ელოდნენ!