როგორ გავხადოთ ბავშვი ყველაზე მოდური წვეულებაზე 5 წუთში - rogor.ge

როგორ გავხადოთ ბავშვი ყველაზე მოდური წვეულებაზე 5 წუთში

პრინცესა

rogor1-1670325144.jpg

7-10 წლის ბავშვისთვის თქვენი აზრების თავზე მოხვევა გაგიჭირდებათ. ამ ასაკში უნდა იხელმძღვანელოთ მის უკვე ჩამოყალიბებული გემოვნების მიხედვით. თუ გოგონას უყვარს პრინცესავით ჩაცმა, სიამოვნებით ჩაიცვამს წვეულებაზე ფუშფუშა, ან არც ისე გაშლილ პასტელ-კრემისფერ კაბას, ბალერინებს და პრინცესულ აქსესუარებს.

როკერი

rogor-1670324595.jpg

თუ თქვენს სახლში იზრდება არა ფერია, არამედ პატარა ყაჩაღი, სანამ მას წვეულებაზე გაგზავნით, ყურადღებით დააკვირდით მის ჰობის და შეარჩიეთ ტანსაცმელი მისი გემოვნების მიხედვით. მიეცით მას რაიმე გლამურული როკის სტილი, დახვეწილი წარწერიანი მაისურით, ტყავის ქურთუკით, ფუმფულა ქვედაკაბით და მაქმანებიანი მაღალი ჩექმებით. ასეთი გლამურული როკერი ნებისმიერ სასკოლო შეკრებაზე მიიქცევს ყურადღებას.

ჰიპ-ჰოპი

rogor-1670324885.jpg

არიან გოგონები, რომლებსაც უყვართ ჰიპ-ჰოპის სტილი, მოსწონთ სპორტის, კაშკაშა ფერებისა და დახვეწილობის შერწყმა. ასეთ გოგოებს ვურჩევთ ჟოლოსფერ, ლიმონისფერ ყვითელ და ღია მწვანე ტოპებს, ჯოგერ შარვალთან და ყველა ბავშვს გამონაკლისის გარეშე საყვარელ კონვერსებთან ან ვანს სნიკერებთან ერთად.

ასევე ყურადღება უნდა მიაქციოთ მარტივ, მაგრამ აქტუალურ იერს: ბრენდირებული ჯინსის კომბინაცია ცნობილი მწარმოებლების სპორტულ ფეხსაცმელებთან (Adidas, Nike, Reebok). სხვათა შორის, sneakers შეიძლება გამოიყურებოდეს შესანიშნავად გლამურულ კაბებთან.