როგორ მოვუაროთ ცხიმიან კანს - rogor.ge

როგორ მოვუაროთ ცხიმიან კანს

ცხიმიანი სახის კანის მოვლა გულისხმობს არა გაუცხიმიანებლობას, არამედ სისტემურ წმენდას (გაღიზიანების გარეშე).

ცხიმიანი კანის დროს აუცილებელია კვების რეჟიმის დაცვა: კვება უნდა იყოს რეგულარული, 4-ჯერადი, რეკომენდებულია სუნელების, ცხიმის, სპირტიანი სასმელების შეზღუდვა, რადგან მათ ცხიმოვანი ჯირკვლების გააქტიურების უნარი აქვთ. კვების რაციონში უხვად შეიტანეთ ხილი, ბოსტნეული, ჭვავის პური, რძის პროდუქტები, ხილის წვენი, მოხარშული ხორცი (ახალგაზრდა საქონლის ან ფრინველის), თევზი. გაზაფხული-ზამთრის პერიოდში საჭიროა ვიტამინების მიღება.

არ არის რეკომენდებული თვეზე მეტხანს ერთი და იმავე კოსმეტიკური საშუალების გამოყენება, ეს განსაკუთრებით ეხება ძლიერმოქმედ პრეპარატებს;

ცხიმიანი კანის გაუცხიმოვნების დროს უნდა ერიდოთ კანის გამოშრობას. ამიტომ კანის მოვლა უნდა აწარმოოთ კონკრეტული მომენტისათვის მისი მდგომარეობის შესაბამისად. გაგრძელება