როგორ მოვამზადოთ ბავშვი სკოლისთვის
რათქმაუნდა, განსაზღვრული ცოდნა და უნარები საჭიროა ჰქონდეს მომავალ სკოლის მოსწავლეს. ამასთანავე არანაკლები მნიშვნელობისაა, რომ ბავშვს გააჩნდეს კარგი მეტყვლების უნარი, აზროვნება და ინტერესი სიახლეების შეცნობის. ასევე ურთიერთობის ნიჭი და საკუთარი ძალების რწმენა. ეს ყველაფერი ერთად გაერთიანებული დაეხმარება თქვენს შვილს ყოჩაღად სწავლაში. შეეცადეთ, რომ ეს ყველაფერი აგურ-აგურ დაალაგოთ ფუნდამენტში დაბადებიდანვე.
გააღვივეთ თქვენს ბავშვში ცნობისმოყვარეობა. ისაუბრეთ მასთან სხვადასხვა თემებზე, მოუყევით მას თქვენი სამსახურის შესახებ. არასოდეს არ დატოვოთ მისი კითხვები პასუხგაუცემელი. თუ რომელიმე კითხვაზე არ გაქვთ პასუხი არაუშავს, შეეცადეთ სადმე ენციკლოპედიაში ან ინტერნეტში მოძებნოთ ერთად. უყურეთ ფილმებს, წაიკითხეთ ერთად და იმსჯელეთ წაკითხულის და ნანახის შესახებ. დაიმახსოვრეთ, რომ მთავარი არ არის კითხვის ტემპი და სიჩქარე, მთავარია ინტერესი და სიყვარული წიგნების მიმართ.