როგორ შექმნათ ელეგანტური გარდერობი 2023 წლისთვის - rogor.ge

როგორ შექმნათ ელეგანტური გარდერობი 2023 წლისთვის

ტყავი

ტყავი 2023 წლის მთავარი ტრენდია. ტყავის ქურთუკების ტარებას ყველა ზამთარში ან შემოდგომაზე ვართ მიჩვეული, თუმცა წელს ეს ნაჭერი პოპულარობას გაზაფხულზე და ზაფხულშიც შეინარჩუნებს. როგორც მოდის ექსპერტები ვარაუდობენ, ტყავის ქვედაბოლოები, შორტები და ტოპები ბევრი ჩვენგანის გარდერობის განუყოფელი ნაწილი გახდება.

ბალერინები

დახვეწილი და კომფორტული - მოდი, ვაღიაროთ, რომ ბალერინები მოდის სამყაროს ფავორიტი არაერთხელ გამხდარა. ეს ფეხსაცმელი დიდი პოპულარობით 1950-იან და 2000-იან წლებში სარგებლობდა. ე.წ „ფრანგული გოგონას“ გარეგნობის ტრენდი კი ის წელსაც ქალის ერთ-ერთ მთავარ აქსესუარად აქცია.

ბეწვის ქურთუკები

ეკო ბეწვისგან დამზადებული მოდური ქურთუკები 2023 წლის ერთ-ერთი მთავარი ტრენდია. ელეგანტური იმიჯის შექმნა შედარებით უფრო ბუნებრივი ფერებით იქნება შესაძლებელი. დიზაინერები გვირჩევენ, რომ არჩევანი კრემისფერი, თეთრი ან ყავისფერი ბეწვის ქურთუკებზე შევაჩეროთ. იხილეთ ვრცლად