როგორ ჩამოვირეცხოთ ცუდი რეპუტაცია - rogor.ge

როგორ ჩამოვირეცხოთ ცუდი რეპუტაცია

გაითავისეთ, რომ ადამიანებმა შეიძლება არ დაივიწყონ. ეს არ ნიშნავს რომ თქვენი რეპუტაციის გამოსწორება შეუძლებელია. ცუდი რეპუტაცია ყოველთვის პოტენციურად დროებითია. ეს ყველაფერი დროსთანაა დაკავშირებული. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ხალხს აღარ ემახსოვრება, რა გააკეთეთ წარსულში.

1-1669783892.jpg

ესაუბრეთ ხალხს ამის შესახებ. იყავით გულწრფელი, როდესაც განიხილავთ თქვენი ცუდი რეპუტაციის საკითხებს. თუ მშვიდი, პატივმოყვარე და გულწრფელი ხართ, ისინი დაგეხმარებიან. თუ ვინმე აქტიურად ავრცელებს ამბებს თქვენი ცუდი რეპუტაციის შესახებ, ჯერ დაელაპარაკეთ მას. ჰკითხეთ მეგობრებს აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით. შეეცადეთ არ გამოხატოთ აგრესიულობა.

2-1669783911.jpg

გადააქციეთ სისუსტე ძალად. გარკვეული დრო დაუთმეთ იმაზე ფიქრს, თუ რამდენად დადებითია თქვენი ცუდი რეპუტაცია და კარგად აღიქვით სიტუაციები. თუ ხალხი ფიქრობს, რომ ზედმეტად აგრესიულად თამაშობთ სპორტს, შესაძლოა გუნდის მძიმე არტილერია ხართ. რაიმე უარყოფითზე ფოკუსირებამ შეიძლება გაართულოს მისი გადალახვა. ამის ნაცვლად, შეეცადეთ იპოვოთ რაიმე დადებითი, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ ყოველდღე, რათა თქვენი სისუსტე ძალად აქციოთ. მაგალითად, იმის ნაცვლად, რომ ფოკუსირდეთ იმაზე, თუ როგორ უნდა იყოთ მეტად მოტივირებული, შეადგინეთ კონკრეტული გეგმა, თუ როგორ აპირებთ რაიმე მნიშვნელოვანი საქმის შესრულებსა მეორე დღეს.

3-1669783926.jpg

შეცვალეთ სხვების აზროვნება. ზოგჯერ თქვენ უბრალოდ გჭირდებათ სხვების აღქმის კონტროლი. ისინი შეიძლება ვერ ხედავენ სიტუაციას სათანადო "შუქზე". თუ შეგიძლიათ, დაეხმარეთ სხვებს, რომ სიტუაცია სრულიად სხვა კუთხით დაინახონ. მიაწოდეთ გათვლილი პოზიტიური პერსპექტივა. იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ ხალხს თქვენი ქმედებების ახლებურად დანახვაში. გაითვალისწინეთ, რომ თქვენ ვერ შეძლებთ ყველას აზრებზე ზემოქმედებას.

4-1669783938.jpg

დაგმოთ ბრალდებები, როგორც სიცრუე. შეიძლება უბრალოდ დაგჭირდეთ იმის თქმა, რომ რეპუტაცია არ შეესაბამება სიმართლეს. თუ მოგატყუეს, ზიანის აღმოფხვრას შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს. იყავით თავდაჯერებული (არა აგრესიული) და დარწმუნდით, რომ გაავრცელეთ საღი აზრი რაც შეიძლება მალე. სთხოვეთ სხვა ადამიანებს დაგეხმარონ ამბის სწორად გავრცელებასა და გამოსწორებაში. რაც უფრო დიდხანს იარსებებს ცუდი რეპუტაცია, მით უფრო რთული იქნება მისი მართვა.განმარტეთ ნებისმიერი გაუგებრობა.

5-1669783949.jpg

წყარო: wikihow.com