როგორ მოვემზადოთ იოგის სისტემის ვარჯიშისთვის
ყოველდღიურად საჭიროა სასუნთქი გზების- ცხვირის ნესტოების ონკანის წყლით გამორეცხვა და პირის ღრუს გამოვლება. ოთახი სადაც ტარდება ვარჯიში, კარგად უნდა იყოს განიავებული. სუნთქვა ძირითადად უნდა წარმოებდეს ცხვირით. იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მიზეზით ადამიანს უჭირს ცხვირით შესუნთქვა, მაშინ შესუნთქვა სრულდება ნახევრად ღია პირით, ხოლო ამოსუნთქვა აუცილებლად ცხვირით ხორციელდება.
ვარჯიშის დროს ადამიანს უნდა ეცვას რაც შიეძლება მსუბუქად. უმჯობესია ჰაერი მაქსიმალურად ეხებოდეს სხეულის შიშველ ზედაპირს. სუნთქვითი ვარჯიშების შესრულების წინ კარგია სხეულის მთლიანი დაჭიმვა. სხეულისა და მისი ცალკეული ნაწილების დაჭიმვა უნდა ხდებოდეს სუნთქვის შეკავების მომენტში, როდესაც ფილტვებში დაგროვილია ჰაერი.