როგორ მოვიქცეთ მოყინვის შემთხვევაში - rogor.ge

როგორ მოვიქცეთ მოყინვის შემთხვევაში

რა სიმპტომები ახასიათებს მოყინვას:

  • მგრძნობელობის დაკარგვა დაზიანებულ არეზე;შესიება;
  • კანი არის ცივი და ფერი შეცვლილი (წითელი, თეთრი, ყვითელი და ლურჯიც კი).
  • მძიმე შემთხვევებში კი კანის ხდება შავი, რაც ქსოვილების ღრმა დაზიანების ნიშანია

როგორ მოვიქცეთ მოყინვის დროს:

რაც შეიძლება სწრაფად გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება

  • სასწრაფო დახმარების მოსვლამდე მოაშორეთ დაზარალებულს სველი ტანსაცმელი დაზიანებული არიდან;
  • არ გახეხოთ მოყინული არე - ეს იწვევს რბილი ქსოვილების შემდგომ დაზიანებას;
  • არ ეცადოთ გაათბოთ მოყინული არე თუ მისი ხელახალი გაყინვის შანსი არსებობს;
  • მცირე მოყინვის შემთხვევაში სწრაფად გაათბეთ დაზიანებული ნაწილი კანის კანთან კონტაქტით მაგალითად თბილი ხელებით;
  • უფრო სერიოზული დაზიანების დროს დაასველეთ დაზიანებული არე თბილ წყალში;მოათავსეთ მოყინული ნაწილი თბილ წყალში სანამ არ დაუბრუნდება ნორმალური შეფერილობა;
  • ფართოდ შეახვიეთ სტერილური მშრალი სახვევით;
  • თუ თითებია მოყინული მათ შორის მოათავსეთ ბამბა ან დოლბანდის ქსოვილი

ჰიპოთერმია

ჰიპოთერმიის დროს მთელი სხეული გადაციებულია, ვინაიდან სხეულს არარ აქვს სითბოს შენარჩუნების უნარი. განაგრძეთ კითხვა