როგორ მოვაწონოთ თავი ადამიანებს? - საინტერესო რჩევები FBI-ის ექსპერტისგან - rogor.ge

როგორ მოვაწონოთ თავი ადამიანებს? - საინტერესო რჩევები FBI-ის ექსპერტისგან

მოუსმინოთ, დაუსვათ კითხვები მაგრამ არ განიკითხოთ

"არავის მათ შორის არც თქვენ არ გესიამოვნებათ იმის განცდა, რომ თქვენი რომელიმე შეხედულების ან მოსაზრების ან თუნდაც ქმედების გამო ვინმემ განგიკითხოთ. ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენს თანამოსაუბრეს ეთანხმებით, ეს იმას ნიშნავს, რომ გჭირდებათ დრო მათი ოცნებების, საჭიროებების, სურვილებისა და მისწრაფებების შესახებ გაიგოთ და გაიაზროთ.

რა უნდა ქნათ მაშინ, როდესაც ადამიანი თქვენთვის გაუგებარი და ცოტა გიჟური იდეების ფრქვევას იწყებთ, არ განსაჯოთ გამოხატეთ ინტერესი. ამ დროს მოსაუბრეს ყოველთვის ვეუბნები, რომ არასდროს მიფიქრია ამ საკითხზე მსგავსი რაკურსით ან არასდროს მსმენია საკითხის მსგავსი ინტერპრეტაცია და თანამოსაუბრეს ვთხოვ კარგად ამიხსნას და გამარკვიოს თავის მოსაზრებაში. ამის შემდეგ ისინი უფრო თავისუფლად და მშვიდად აგრძელებენ თავის საყვარელ თემაზე: საკუთარ თავზე საუბარს", - ამბობს რობინ დრიკი.

Time-ის მიხედვით კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები საკუთარ თავზე საუბრისას გაცილებით მეტ სიამოვნებას განიცდიან ვიდრე საკვებსა და ფულზე საუბრისას.

ჩაახშეთ თქვენი ეგო, რათა შეძლოთ და შეაყვაროთ სხვა ადამიანებს თავი

ბევრი ჩვენგანი უბრალოდ კვდება სურვილით, დაამტკიცოს რომ სხვა ადამიანი ცდება, ეს კი კავშირს ანადგურებს.

"ეგოს ჩახშობა თქვენი საკუთარი საჭიროებების, სურვილებისა და მოსაზრების გვერდით გადადებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ გაცნობიერებულად აიგნორებთ სურვილს მუდამ მართალი იყოთ და სხვებს რაღაცები შეუსწოროთ. ეს გულისხმობს იმას, რომ არ უნდა მისცეთ თქვენს ემოციებს იმის საშუალება, რომ თავი დაგარგინოთ იმ სიტუაციაში, როდესაც არ ეთანხმებით სხვა ადამიანების ქმედებას, მოსაზრებასა და შეხედულებას.

ადამიანებთან მუდმივ წინააღმდეგობაში ყოფნა არ ქმნის ურთიერთობებს", - განმარტავს სპეციალისტი.

Time-ის მიხედვით, როდესაც ადამიანს ესმის მისი რწმენის საწინააღმდეგო მოსაზრება, მისი ცნობიერების ლოგიკური ნაწილი ითიშება და ტვინი საბრძოლველად ემზადება. ეს კი განსხვავებული შეხედულებების მკქონე ადამიანებს შორის ურთიერთობის ჩამოყალიბებას შეუძლებელს ხდის. განაგრძეთ კითხვა