როგორ გავიკეთოთ "კოსა" - rogor.ge

როგორ გავიკეთოთ "კოსა"

მოამზადეთ თმა. დაივარცხნეთ თმა, რომ აღარ იყოს ერთმანეთში ჩახლართული. არ ინერვიულოთ თმის გაყოფაზე. ამ ვარცხნილობის გასაკეთებლად თმის უკან გადაწევა შუაზე გადაყოფილ ხაზს წაშლის.

1-1669154354.jpg

თმა უკან გადაიწიეთ. მოაქციეთ მთელი თმა ერთ ხელში. დაიჭირეთ თმა იმ ადგილას, სადაც გსურთ გაიკეთოთ "კოსა". დახვეწილი მოდური იერის შესაქმნელად, აწიეთ თმა ძალიან მაღლა, თავის ზევით. უფრო პროფესიონალური გარეგნობისთვის, თმა უნდა იყოს მოქცეული თავის უკანა ნაწილის ცენტრში. თუ გსურთ, შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენი "კუდი" ცენტრიდან მოშორებით უფრო მხიარული შესახედაობისთვის.

2-1669154370.jpg

დაიმაგრეთ "კუდი" რეზინის მეშვეობით. აიღეთ რეზინი და შემოიხვიეთ თმაზე. მჭიდროდ მორგებისთვის დაგჭირდებათ 3-ჯერ შეკვრა. თმის შეკვრის მესამე ცდაზე თმა ბოლომდე არ შეიკრათ. ამის ნაცვლად, დატოვეთ თქვენი თმის გარკვეული ნაწილი ქვემოდან ჩამოკიდებული კუდის სახით.

3-1669154385.jpg

საჭიროების შემთხვევაში დაიმაგრეთ თმა ქინძისთავით. თუ თქვენ გაქვთ სქელი თმა, შეიძლება გაგიჭირდეთ კოსის გაკეთება. სცადეთ გამოიყენოთ ქინძისთავები. აიღეთ ორი ცალი. გადაიტანეთ ერთ-ერთი ქინძისთავი თმის კუდის ზედა ნაწილში, შემდეგ კი გადაიტანეთ სხვა ქინძისთავით თქვენი "კუდის" ცენტრისკენ.

4-1669154402.jpg

გაიკეთეთ "კოსა". აიღეთ "კუდი" და შემოიხვიეთ ცენტრში, თმის შეკვრის ძირზე. გამოიყენეთ 2-3 სარჭი "კუდის" დასამაგრებლად. ასეთი იერსახის შესაქმნელად საჭიროა საკმაოდ გრძელი თმა გქონდეთ.

5-1669154418.jpg

შეისხურეთ თმაზე ცოტაოდენი ლაქი, რათა თქვენმა ვარცხნილობამ დიდხანს გაგიძლოთ. ასევე, შეგიძლიათ დაამატოთ ნებისმიერი დეკორატიული თმის აქსესუარი, რაც შეიძლება გქონდეთ. საყვარელი შარფი ან პატარა სარჭები შესანიშნავი ვარიანტია.

6-1669154435.jpg

წყარო: wikihow.com