როგორ გავწმინდოთ კონტაქტური ლინზების ჩასადები - rogor.ge

როგორ გავწმინდოთ კონტაქტური ლინზების ჩასადები

ხელები დაიბანეთ. სანამ თქვენს ლინზებს ან ჩასადებს შეეხებით, ხელები თბილი წყლითა და საპნით უნდა დაიბანოთ. ხელების დაბანის მიმართ სიფხიზლე ხელს შეუშლის ბაქტერიების გადატანას ხელებიდან თვალებზე. საუკეთესო შედეგისთვის გამოიყენეთ სრულიად ბუნებრივი საპონი, რომელიც არ შეიცავს დამატებით დამატენიანებელ საშუალებებს. ეს ქიმიკატები შეიძლება გადავიდეს თქვენი ხელებიდან თვალებზე. შემდეგ კი გაიმშრალეთ ხელები.

1-1669085835.jpg

გაასუფთავეთ ჩასადები შიგნიდან. სუფთა ნაჭრის ან თითის გამოყენებით ნაზად გაწმიდნეთ კორპუსის შიგნით, რათა მოაშოროთ ნალექი, რომელიც შესაძლოა პლასტმასზე იყოს მიწებებული. მაქსიმალური სისუფთავის მისაღწევად დახარჯეთ მინიმუმ ხუთი წამი თითოეული ზონის გახეხვაზე.

2-1669085850.jpg

გარეცხეთ კორპუსი ლინზების ხსნარით. დარწმუნდით, რომ გამოიყენეთ მრავალფუნქციური ხსნარი, რომელიც ექიმმა გირჩიათ. სტანდარტული ფიზიოლოგიური ხსნარის ან დამატენიანებელი ხსნარის გამოყენება არ გაასუფთავებს თქვენს ჩასადებს სათანადოდ.

3-1669085865.jpg

მოარიდეთ თქვენი ჩასადები წყალს. საშიშია წყლის მოხვედრა მასზე, ამან შეიძლება გამოიწვიოს თვალის ინფექცია.

4-1669085882.jpg

გააშრეთ იგი ჰაერზე. გარეცხვის პროცესის დასრულების შემდეგ, მოათავსეთ ჩასადები და თავსახური ქსოვილზე. მოათავსეთ ისინი ზემოთ ან ქვემოთ, თქვენი უპირატესობის მიხედვით.

5-1669085896.jpg

შეინახეთ შესაბამის ადგილას. თქვენი ჩასადების აბაზანაში და, კერძოდ, ტუალეტის მახლობლად დატოვებამ შეიძლება გამოიწვიოს მისი კონტაქტი დაბინძურებული წყლის წვეთებთან. შეგიძლიათ განიხილოთ სპეციალური სადგამი, როგორც შენახვის ალტერნატიული ვარიანტი.

6-1669085911.jpg

წყარო: wikihow.com