როგორ გამოვიყენოთ ზიპიანი პაკეტები? - rogor.ge

როგორ გამოვიყენოთ ზიპიანი პაკეტები?

გასაყინად

შეგიძლიათ გაყინოთ: ხილი, კენკრა, ბოსტნეული, სოკო, მოათავსოთ ზიპიან პაკეტში, გამოდევნოთ ზედმეტი ჰაერი და საყინულეში შეინახოთ.

მწვანილისთვის

თუ ბევრი შეიძინეთ, გარეცხეთ, გააშრეთ, დაჭერით და ზიპიან პაკეტში მოათავსეთ. მომავალში კერძის მომზადების დროს მწვანილზე დროის დაკარგვა აღარ მოგიწევთ.

მწვადისთვის

ხორცის მარინადი ზიპიან პაკეტში მოათავსეთ. არც სითხე გადმოიღვრება და ხორციც წვნიანი დარჩება.

წასახემსებლად

გარეცხილი, დაჭრილი და მშრალი ხილი ზიპიან პაკეტში მოათავსეთ და სამსახურში წაიღეთ ან ბავშვისთვის გაიყოლეთ, სეირნობისას რომ წაიხემსოს. წაიკითხეთ ვრცლად