როგორ "დავაუთოვოთ" ტანსაცმელი უთოს გარეშე - rogor.ge

როგორ "დავაუთოვოთ" ტანსაცმელი უთოს გარეშე

ორთქლი

სცადეთ ორთქლით გასწორება. უბრალოდ ჩაასხით წყალი ქვაბში ან ელექტრო ჩაიდანში და როცა ის ადუღებას დაიწყებს, ორთქლთან ახლოს მიიტანეთ ის ადგილები, რომელთა გასწორებაც გსურთ. დაიცავით მანძილი ორთქლსა და ტანსაცმელს შორის 20-დან 30 სანტიმეტრამდე, რათა არ დაიწვას ტანსაცმელი.

საკიდი

ტანსაცმლის დაუთოვების კიდევ ერთი მეთოდია საშხაპე ორთქლის გამოყენება. იდეა წინას მსგავსია, განსხვავება ისაა, რომ ტანსაცმელი საკიდზე უნდა დაკიდოთ და შხაპის მიღებისას აბაზანაში ჩამოკიდოთ. დახურეთ კარი და ფანჯრები, რომ ორთქლი არ გამოვიდეს. დატოვეთ ტანსაცმელი რაც შეიძლება ახლოს ორთქლთან.

წყარო: sharingideas.me