როგორ მოვამზადოთ სახის ნიღბები ცივი სეზონისთვის სახლის პირობებში - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ სახის ნიღბები ცივი სეზონისთვის სახლის პირობებში

მანამ, სანამ ნიღბების გამოყენებას დაიწყებთ, გირჩევთ, გაითვალისწინოთ ჯანსაღი და სუფთა კანისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა:

  • დაიბანეთ სახე ცივი წყლით
  • მიიღეთ საჭირო რაოდენობის წყალი
  • იკვებეთ ჯანსაღად
  • არ გამოიყენოთ ვადაგასული პროდუქტები
  • დაიტენიანეთ სათანადოდ კანი
  • მოიშორეთ მაკიაჟი სრულყოფილად
  • დაადგინეთ, როგორი ტიპის კანი გაქვთ

არსებობს რამდენიმე ტიპის სახის კანი:

ნორმალური, მშრალი, ცხიმიანი და კომბინირებული.

როგორ გავარჩიოთ, თუ როგორი ტიპის კანი გვაქვს?

ნორმალური ტიპის კანი არის დაბალანსებული – არც ძალიან ცხიმიანი და არც ძალიან მშრალი;მშრალი კანისთვის დამახასიათებელია არაერთგვაროვანი ზედაპირი, სიწითლე და აქერცვლა;ცხიმიან კანზე გამოხატულია ფართო ფორები, ასევე ახასიათებს სიპრიალე;კომბინირებულ კანს კი ცხიმიანი კანის მახასიათებლები აქვს ე.წ. T ზონაში, ხოლო მშრალი კანის - ლოყების არეში.გთავაზობთ სახლში დასამზადებელი 3 მარტივი ნიღბის რეცეპტს:

ნიღაბი N1 - ლავანდის ნიღაბი

ეს გამაგრილებელი ნიღაბი თქვენს კანს საფუძვლიანად ატენიანებს. დამამშვიდებელი ეფექტისთვის უბრალოდ დაამატეთ რამდენიმე წვეთი ლავანდის ეთერზეთი. მისი გამორჩეული შემადგენლობა ხელს უწყობს ნერვული სისტემის მოდუნებას და განსაკუთრებით სასარგებლოა მოუსვენრობის, გაღიზიანების და უძილობის სიმპტომების შესამსუბუქებლად. იხილეთ დანარჩენი ნიღბების რეცეპტები