როგორ მოვიცილოთ თმის შეღებვის დროს დატოვებული ლაქები სახიდან - rogor.ge

როგორ მოვიცილოთ თმის შეღებვის დროს დატოვებული ლაქები სახიდან

ვაზელინი. წაუსვით მცირე რაოდენობით ვაზელინი ბამბას ან პირდაპირ ლაქას და შეიზილეთ წრიული მოძრაობებით. ნელ-ნელა ვაზელინი თავის საქმეს გააკეთებს და მაქსიმალურად მოაცილებს კანს საღებავს.

საბავშვო ზეთი. ეს შესანიშნავი ვარიანტია, თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ. წაისვით რამდენიმე წვეთი ბავშვის ზეთი ლაქაზე, შეიზილეთ და მოიშორეთ სარეცხი ქსოვილით, ან ბამბით.

1-13-1668087104.jpg

გამწმენდი. მაკიაჟის მოსაშორებელი ზეთები შეიცავენ ნივთიერებებს, რომლებსაც შეუძლიათ კანიდან ლაქების მოცილება. თუ თქვენ აირჩევთ მაკიაჟის მოსაშორებელ საშუალებებს, საუკეთესო იქნება ორფაზიანი ზეთი, რადგან მის აქტიურ ინგრედიენტებს აქვთ უნარი ამოიღონ ნებისმიერი სახის ნარჩენები. თქვენ უბრალოდ უნდა წაისვათ ორფაზიანი ზეთი ბამბაზე და შეიზილეთ ლაქაზე.

წყარო: sharingideas.me