როგორ გამოვამჟღავნოთ პარტნიორთან ბედნიერება სოციალურ ქსელში ფოტოების გამოქვეყნების გარეშე - rogor.ge

როგორ გამოვამჟღავნოთ პარტნიორთან ბედნიერება სოციალურ ქსელში ფოტოების გამოქვეყნების გარეშე

სოციალური ქსელით ისინი არწმუნებენ სხვებს საკუთარ ბედნიერებაში. როდესაც ორი ადამიანი გამუდმებით პოსტავენ ხუმრობებს, ერთმანეთის მიმართ სიყვარულის აღიარებებს, ან რომანტიკულ ფოტოებს. ეს არის ერთგვარი სტრატეგია, რომ დაარწმუნონ ყველა მათ ბედნიერ და ჯანსაღ ურთიერთობაში, რაც ნამდვილად საკუთარი თავის მოტყუების საშუალებაა. ხშირად, ადამიანები, რომლებიც უფრო მეტად აქტიურობენ სოციალურ მედიაში, არიან ისინი, ვინც ეძებენ თავიანთი ურთიერთობის დადასტურებას სხვა ადამიანებისგან.

როცა ბედნიერი ხარ, არ გშორდება სოციალური მედია. იქნება არაერთი შემთხვევა, როცა თქვენი პარტნიორის სტატუსს ან რამდენიმე ფოტოს გააზიარებთ. თუმცა ბედნიერი წყვილები აწმყოში ერთმანეთის კომპანიაში ტკბობით არიან დაკავებულნი. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი არ შეწყვეტენ ერთმანეთის გვერდით ტკბობას მხოლოდ სტატუსის გამოქვეყნებისთვის, ან სელფების გადასაღებად. სწორედ ამიტომ ნახავთ, რომ ეს წყვილი სახლში დაბრუნების შემდეგ გამოაქვეყნებს კოლაჟს მათი ბოლო მოგზაურობის შესახებ.

წყვილები, რომლებიც ბევრ პოსტს აქვეყნებენ, როგორც წესი, რაღაცის ნაკლებობას განიცდიან. ისინი, ვინც ყველაზე ხშირად პოსტავენ სოციალურ მედიაში პარტნიორის შესახებ, გრძნობდნენ დაუცველობას ურთიერთობაში. დასწრებიხართ ოდესმე წყვილის ჩხუბს? უხერხულია, რომ ეს მთელმა სოციალურმა ქსელმა ნახოს. მაგალითად, ბრაზითა და უხამსობით სავსე ვიდეოს გადაღებისა და ატვირთვის ნაცვლად, კამათი წყვილს შორის პირადად უნდა განიხილებოდეს.

ბედნიერ წყვილებს დასამტკიცებელი არაფერი აქვთ. ნამდვილად ბედნიერ წყვილებს არ სჭირდებათ სოციალური ქსელი იმის დასამტკიცებლად, თუ რამდენად ბედნიერები არიან. მათ არ სჭირდებათ გამოჩენა, სხვების შური, ან პარტნიორისთვის თვალის დევნება.

2-23-1668059864.jpg

წყარო: sharingideas.me