როგორ ვიყოთ ყურადღებიანი საზოგადოებრივ ტრანსპორტში - rogor.ge

როგორ ვიყოთ ყურადღებიანი საზოგადოებრივ ტრანსპორტში

მოემზადეთ ასასვლელად, როგორც კი ავტობუსი ან მატარებელი მოვა თქვენთან. თუ თქვენ გაქვთ სამგზავრო ბარათი, დაიჭირეთ ხელში, რათა დააფიქსიროთ შეხებით ასვლისასთანავე.

1-1668056515.jpg

არ ჩაკეტოთ ავტობუსის ან მატარებლის გასასვლელი. ყოველთვის ეცადეთ ისეთ ადგილას დადგეთ, რომ არ შეუშალოთ ხელი სხვას გადაადგილებაში. თუ ბევრ სხვა ადამიანთან ერთად ხართ, რომლებიც ელოდებიან ჩასხდომას, ჩადექით რიგში.

2-1668056572.jpg

ფეხზე დგომამ შეიძლება გადაკეტოს გასასვლელები. თუ არის თავისუფალი ადგილი, დაჯექით. თუ არ არის, იდექით, თუმცა ფრთხილად იყავით, რომ არ გადავარდეთ. თუ ავტობუსში ან მატარებელში ბევრი ადამიანი არ არის, მოძებნეთ ადგილი, სადაც არავინ ზის ახლოს. თუ ავტობუსსა და მატარებელში ხალხმრავლობაა, შეგიძლიათ დაჯდეთ უცნობის გვერდით.

3-1668056586.jpg

თქვენს ჩანთას არ სჭირდება საკუთარი სავარძელი. მაშინაც კი, თუ ტრანსპორტი არ არის ძალიან გადატვირთული, უკეთესია, რომ ყველა ადგილი თავისუფალი იყოს მგზავრებისთვის. თუ თქვენი ჩანთა ან პარკი ძალიან დიდია კალთაში დასადებად, დადეთ სავარძლის ქვეშ. თუ ფეხზე დგახართ, თქვენ შეგიძლიათ დაიჭიროთ იგი თქვენს წინ, ან ფეხებთან ახლოს.

4-1668056599.jpg

ხმამაღალმა მუსიკამ შეიძლება შეაწუხოს სხვა მგზავრები. თუ გსურთ გადაადგილების დროს განტვირთვა, თან იქონიეთ ყურსასმენები, რაც სხვა ადამიანებს არ შეაწუხებს. არ გამოიყენოთ დინამიკები საზოგადოებრივ ტრანსპორტში, თუ აპირებთ ვიდეოს ყურებას ტელეფონზე ან ტაბლეტზე, ყურსასმენები აუცილებელია!

5-1668056617.jpg

როგორ დავიცვათ ქცევის წესები საზოგადოებრივ ტრანსპორტში კომფორტული მგზავრობისთვის

წყარო: wikihow.com